მე ემიგრანტი დედის შვილი ვარ,
არ შემომკადროთ ვინმემ ზედმეტი,
ნუ გამიბედავთ სიტყვას ირიბად,
თვალში თუ ვინმეს გეზედმეტებით.
მამამ გამზარდა, დედის მაგივრად
არ დაუკლია სითბო, ალერსი,
ჩვენ მონატრების ტკივილს გავდივართ,
დედის თბილი ხმა ძილში ჩაგვესმის.
"კაი ბიჭობას" ვერვინ მასწავლის,
სიტყვა-პასუხი არ შემეშლება,
მე დედის ნაშრომს როცა ვეხები,
თვალწინ დაღლილი სახე მეშლება.
იცით? რამდენჯერ მონატრებისგან
ძილში დედის ხმა ყურს ჩამსმენია,
გამოღვიძებულს საწოლის თავთან
მისი თვალები მომლანდებია.
ეს ტკივილია, სულის ტკივილი,
მასთან ექიმიც კი უძლურია,
შვილის გარეშე დედის სიცოცხლე
ცრემლიანი და დატანჯულია.
ბავშვი დამტოვა, დღეს კაცი მქვია,
შავ წვერ-ულვაში მიმშვენებს სახეს,
დამიბრუნდება ადრე თუ გვიან,
ბავშვივით მი