ასე როგორ დამიბერდი, ჩემო თავო,
კუთხეშიც კი, ვერ იპოვე ადგილი.
ყველა სკამი დაიკავეს, დაიტაცეს,
ზღურბლთან დგომა აღარაა ადვილი.
სულის ხუთვამ დღესაც ისე შეგაწუხა,
უბილეთო მგზავრივით ხარ აჭრილი...
სცენაზე კი წარმოდგენა იმართება,
თოჯინები გეგონება ნამდვილი.
იმედების სასაფლაო ძალებს გაცლის,
არ გეგონოს დაბერება ადვილი.
სიცოცხლე ხომ გამოცდაა მოთმინების,
სამყაროზე ნუ ხარ ასე აცრილი.
ასე როგორ დამიბერდი, ჩემო თავო,
ასე რატომ ჩამოგტირის თავ-პირი,
ნუთუ, ისევ ვერ გაიგე, ეს სპექტაკლი
შენზე სულაც აღარაა გათვლილი...
წუხელ სიზმრად ბავშვობაში დამაბრუნეს,
მეც სასწრაფოდ შევიფერე ბავშვობა,
სიხარულით ვინ არ ვნახე, სად არ ვიყავ,
ყველას წლები დატყობოდათ რატომღაც.
შენს ქუჩაზეც სიხარულით მოვირბინე,
შენ იქ დამხვდი, სადაც ერთ დროს დაგტოვე,
ახლოს მოსვლა ვერ გავბედე, შემეშინდა,
ალბათ ისევ რაღაც ძალა გვაშორებს.
გამოხედვა სევდიანი შემეგება,
თვალებს ისევ უთქმელობა ატყვიათ,
გამახსენდა, შენ რომ ერთხელ ჩუმათ მითხარ...
უთქმელობამ ჩვენი გზები არია.
ვკეკლუცობდი, მიხაროდა შენი ნახვა,
შენს თვალებშიც ლამპიონმა ინათა,
კვლავ სიჩუმე მძვინვარებდა ჩვენ ორს შორის,
მაგრამ, შენი ნახვა მაინც მეამა.
გამეღვიძა, სხვაგან ვიყავ, სხვა ასაკში,
ბავშვობა კი მხოლოდ სიზმრად გვეწვია,
არც შენ იყავ და არც ჩვენი ტკბილი წლები,
ღმერთმა იცის შენ რა