არასდროს გაუკეთო იგნორირება იმ ადამიანს, რომელსაც ყოველთვის ძალიან უნდა შენთან ლაპარაკი, რომელიც ყველაზე მეტს ფიქრობს შენზე. გახსოვდეს, დიდი ალბათობით ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება გაიღვიძო და მიხვდე, რომ დაკარგე მთვარე, ვარსკვლავების თვალიერებაში
იცი რა მინდა?
მე და შენ ორნი უბრალოდ დღეებს ერთად ვითვლიდეთ
და გარეთ იყოს ისეთი თოვლი,
რომ სადღაც წასვლა ძლიერ გვიჭირდეს.
იცი რა მინდა?
ვხურავდეთ ფანჯრებს და ძველ ბუხარში ვანთებდეთ ფიჩხებს,
შენ მიმზადებდე ჟოლოს ჩაის და
არ მაშინებდეს ზამთრს სიცივე.
იცი რა მინდა?
იყოს სიჩუმე,
ფანჯრებს მიღმა კი ბარდნიდეს უხვად,
შენ მესაუბრო უხმოდ,
უსიტყვოდ და
მესაუბრო ამინდზე თუნდაც....-
- მითხრა, რომ ისე იმატებს თოვა,
ჩაიხერგება ყველა სავალი,
ვეღარ გავაგნებთ და ვრჩებით სტუმრად-
მთელი ცხოვრება ამ თბილ ზღაპარში.....
დიკა სალაყაია
....
სიყვარულიც თავისებური ომია, ომის და დაპირისპირების განსაკუთრებული სახეობაა, თუმცა ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების მეტი უნარი აღმოაჩნდება; ამიტომაცაა ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობს გასაგები გახდეს ვინმესთვის.
ოთარ ჭილაძე.