მახსოვს, იჩუქე დაუფიქრებლად,დასაბრუნებლად ვერ გაიმეტე, გაქრი და...ურცხვად დამრჩი ფიქრებად...მერე მოხვედი... მოხვედი სიტყვად, წვიმად მოხვედი, როცა მწყუროდა,როცა მციოდა, მოხვედი სითბოდ, ღიმილად – როცა სევდა მსტუმრობდა,მარტოობისას მოხვედი კაცად, გაჭირვებისას – ერთგულ მეგობრად, გამარჯვებისას მოხვედი მარცხად, ცხოვრება წამში მიქციე ბოდვად და ამ ბოდვაში მოხვედი სიზმრად, სიზმრად, რომლითაც ძილი იწყება, რომელშიც თავს გრძნობ დაცულად, მშვიდად და აღარ გინდა გამოღვიძება...მაგრამ ყველაზე გრძელი სიზმარი, როგორც ამბობენ, ათი წამია და იმ ათ წამში რაც შენ მითხარი, მოვისმინე და – არ მინანია...დავიწყე დროის ნულიდან ათვლა და უყოყმანოდ გაჩუქე გული,ყველანაირი: დაცლილი, სავსე, ხან მშვიდი, ხანაც გადარეული, გაჩუქე ჩემი ყოველი წამი, ემოციების კორიანტელი,ცრემლი, ღიმილი, ტკივილი, შვება, – დამგროვებია თურმე რამდენი...შენ კი სანაცვლოდ მაჩუქე სული... ჩემს ნაჩუქარზე ბევრად მეტია...უჩუქებიათ ბევრი რამ ჩემთვის... სული? პირველად... ერთადერთია...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев