"ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისათვის. იყო ეს ეპიზოდური, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი ადამიანიც კი არ ხვდება მეორეს ცხოვრებაში შემთხვევით, მადლობა ყველას! ზოგს ზღაპრებისათვის... ზოგს კი ბიძგისათვის."
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.
ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.
შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილები და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები! . .
პეტრე გრუზინსკი
ვინ იცის , იქნებ ყოველი სიტყვა ცოცხალი არსებაა, რადგანაც ის სულიდან ამოდის და მატერიალიზდება.რადგანაც სიტყვა ,ხომ ძალაა, სიტყვა ნუგეშია, სიტყვა ტკივილია და ვინ მოთვლის .... სწორედ ,რომ სიტყვები ახდენენ სასწაულებს ! რომ არა ისინი , რამდენი ადამიანი ვერ იპოვნიდა ცხოვრებაში სწორ გზას, ვერ განიცდიდა სიყვარულსა და ნეტარებას, ვერ იქნებოდა წარმატებით კმაყოფილი ,რასაც ყოველდღიურად წარმოთქმული სიტყვები ,, ქმნიან ” და სამწუხაროდ ,ხდება პირიქითაც .......სიტყვები ,,გადიან ” უშორესს მანძილს, კომუნიკაციების გზით . ფიქრითაც კი, შეგვწევს უნარი ,სხვათა ნააზრები სიტყვები ყურში ჩაგვესმოდეს და საერთოდ, როგორც ამქვეყნად ყველაფერს (არაფერი იქმნება დანიშნულების გარეშე), ალბათ სიტყვებსაც სტკივათ, განიცდიან , ხარობე
ძნელი არ არის იყო კეთილი, ანდა იარო თვალცრემლიანი... ძნელია მხოლოდ რომ გამოიცნო, ადამიანში ადამიანი..!!!!!მე ამ ცხოვრებამ ძლიერ დამღალა, მოურჩენელად მტკივა იარა, ვისაც უფსკრულზე ხიდი გავუგე, სუl ყველამ გულზე გადამიარა.