შენ საქართველოს მიწას აბიჯებ,
ჩემი რატომ გშურს ყოფა,
მე უცხოეთში ვითვლი ნაბიჯებს,
ერთი მექნება თხოვნა:
"ნუ შემომკადრებ,მეტად ნუ მეტყვი,
გულს ნუ მისერავ მწარედ,
ქართველს არასდროს დავიწყებია
თავის მშობელი მხარე,
შენ დილას ხვდები მამლის ყივილზე,
უსმენ ჩიტი რომ გალობს,
მე კი მოხუცის კვნესა მაღვიძებს
წამოდგომას რომ ლამობს.
შენ მზის სხივები გეამბორება,
სუფთა ჟანგბადით ცოცხლობ,
მე კი ყინვისგან გათოშილი ვარ,
უგაზაფხულოდ ვცხოვრობ.
შენ მონატრება არ შეგიგრძვნია,
არც აჩქარება პულსის,
სამსახურიდან სახლში მოსული
შვილებს იხუტებ გულში.
მე კი ხან და ხან დღეც ამრევია,
შვილებს ვიფიცავ ჯვარზე,
შვება ხატებთან ლოცვით მიგრძვნია,
ფიქრი როცა მშლის ჭკვაზე.
შენ ხომ ძილის წინ არც გიტირია,
არ გითევია ღამე,
აბა მე მკითხე