ბედნიერებავ, შემიჩერდი ერთხელ
კარებთან,
გიხილო მხოლოდ, კმაყოფილი დავრჩები
ამით,
მოდი დადექი, ამ შიშველ და დაღლილ
თვალებთან,
რომ აირეკლოს შენი სხივი, სულ ერთი
წამით..
შენ საქართველოს მიწას აბიჯებ,
ჩემი რატომ გშურს ყოფა,
მე უცხოეთში ვითვლი ნაბიჯებს,
ერთი მექნება თხოვნა:
"ნუ შემომკადრებ,მეტად ნუ მეტყვი,
გულს ნუ მისერავ მწარედ,
ქართველს არასდროს დავიწყებია
თავის მშობელი მხარე,
შენ დილას ხვდები მამლის ყივილზე,
უსმენ ჩიტი რომ გალობს,
მე კი მოხუცის კვნესა მაღვიძებს
წამოდგომას რომ ლამობს.
შენ მზის სხივები გეამბორება,
სუფთა ჟანგბადით ცოცხლობ,
მე კი ყინვისგან გათოშილი ვარ,
უგაზაფხულოდ ვცხოვრობ.
შენ მონატრება არ შეგიგრძვნია,
არც აჩქარება პულსის,
სამსახურიდან სახლში მოსული
შვილებს იხუტებ გულში.
მე კი ხან და ხან დღეც ამრევია,
შვილებს ვიფიცავ ჯვარზე,
შვება ხატებთან ლოცვით მიგრძვნია,
ფიქრი როცა მშლის ჭკვაზე.
შენ ხომ ძილის წინ არც გიტირია,
არ გითევია ღამე,
აბა მე მკითხე
ემიგრანტი დედა... ისე ადიხარ თვითმფრინავის, მოცვეთილ ტრაპზე, რომ
თვალებიდან ღაპაღუპით, ცრემლები გცვივა... ამდენი დარდი და ტკივილი გეტყობა
ხმაზე, თვალწინ გიდგას, რომ შვილებს
უკვე, უშენოდ სცივათ. იცი, რომ წლები დასჭირდება იქ დაბრუნებას, და იმ
ჰაერის ჩასუნთქვასაც, შვილი, რომ სუნთქავს... მაგრამ, წლები წლებს
მიჰყვებიან, არ ბრუნდებიან. პასუხიც არ გაქვს და არ იცი, ოჯახს რა უთხრა.
შენ, ბალიშის ქვეშ შეგინახავს, სურათი შვილის და დაჩოქილი ხატების წინ,
კითხულობ ლოცვებს. ეს ყველაფერი შენი ბრალი გგონია, სჩივი და ინანიებ
წარსულიდან მომავალ ცოდვებს!. მაგრამ დედაო, შეიწყალე ცოდვილი თავი. შენ
ხომ, ასეთი მოგანიჭა უფალმა ბედი! მოშორდი შვილებს, მოგიხურა ცხოვრებამ
კარი და შორეთიდან შეგნატრიან შვილები,