-კარგად.
-მართლა კარგად ხარ?
-ჰო, მართლა
-რა კარგია თუ კარგად ხარ..
-ალბათ კარგია.
-ცუდ ხასიათზე ხარ?
-არა. ჩვეულებრივზე...
-გენატრება?
-არა, ახლა აღარ მენატრება
-სხვა დროს მოგნატრებია?
-გაგიჟებამდე..
-გიტირია?
-ცრემლის დაშრობამდე მიტირია.
-ხალხში გიმღერია?
-კი, ძალიან უსმენოდ მიმღერია
-წვიმაში გიცეკვია?
-არა, მაგრამ ვიცეკვებ.
-გიპოვნია?
-ჩემი მეგობრები, ისინი ვინც ყველაზე ძვირფასია რაც გამაჩნია.
-დაგიკარგავს?
-თავი დამიკარგავს...
-შეგშინებია?
-მარტოობის ახლაც მეშინია.
-გწყენია?
-ბევრჯერ...
-დაგიწერია?
-ჩემს ცხოვრებას ყოველდღე მე ვწერ..
-გინანია?
-უაზროდ დაკარგული დრო და უთქმელი სიტყვები..
-წარსულზე გიფიქრია?
-ყოველ ღამე.
-ღამე გაგითენებია?
-მზის მოლოდინში
-გითქვამს, რომ გიყვარს?
-თვალებით.
-სიკვდილზე დაფიქრებულხარ?
-ხან და ხან მინატრია...
-ისევ განიცდი?
-აღარ..
-იმედი?
-იმედი ყოველთვის არის!
-რომ მოვა?
-აღარ მოვა.
-აბა იმედი?
-იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება ბოლოს.
-რომ არ იყოს?
-რომ არ იყოს, ბოლო არ იქნება...
-ბოლო, რომ იყოს და არა ისეთი შენ რომ გინდა?
-მაშინ ყველაფერი დამთავრდება და დავისვენებ.
-დაღლილი ხარ?
-......
-ისევ განიცდი!!!
-......
-ტირი?
-მომბეზრდა..
-ლაპარაკი?
-არა. ბრძოლა!
-ვისთან?
-საკუთარ თავთან.
-გჯობნის?
-ძლიერია!
-ძლიერი შენც ხარ!
-.......
-გენატრება?!
-უსასრულობამდე!
-ისევ გიყვარს?
-მაშინაც,ახლაც და მერეც! სულ. !!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев