-როგორ ხარ?
-კარგად.
-მართლა კარგად ხარ?
-ჰო, მართლა
-რა კარგია თუ კარგად ხარ..
-ალბათ კარგია.
-ცუდ ხასიათზე ხარ?
-არა. ჩვეულებრივზე...
-გენატრება?
-არა, ახლა აღარ მენატრება
-სხვა დროს მოგნატრებია?
-გაგიჟებამდე..
-გიტირია?
-ცრემლის დაშრობამდე მიტირია.
-ხალხში გიმღერია?
-კი, ძალიან უსმენოდ მიმღერია
-წვიმაში გიცეკვია?
-არა, მაგრამ ვიცეკვებ.
-გიპოვნია?
-ჩემი მეგობრები, ისინი ვინც ყველაზე ძვირფასია რაც გამაჩნია.
-დაგიკარგავს?
-თავი დამიკარგავს...
-შეგშინებია?
-მარტოობის ახლაც მეშინია.
-გწყენია?
-ბევრჯერ...
-დაგიწერია?
-ჩემს ცხოვრებას ყოველდღე მე ვწერ..
-გინანია?
-უაზროდ დაკარგული დრო და უთქმელი სიტყვები..
-წარსულზე გიფიქრია?
-ყოველ ღამე.
-ღამე გაგითენებია?
-მზის მოლოდინში
-გითქვამს, რომ გიყვარს?