ძველით-ახალ წელს გილოცავთ! მრავალს დაესწარით, წმიდა ბასილი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი !
კალანდა - ასე უწოდებენ გურიაში შობა-ახალ წელს, რომელიც დეკემბრის ბოლოს იწყება. ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით ახალი წელს გურიაში ეგებებიან, ახალი წლის დახვერდას გურულები კერიაზე ცეცხლის დანთებით იწყებდნენ. გურუულ ოჯახებში უფროსი მამაკაცი მამლის ყივილზე გარეთ გამოდიოდა, მარანში ღვინოს დაისხამდა და ილოცებოდა. თუმცა კალანდობის მთავარი ატრიბუტი მაინც ჩიჩილაკია. ყველაზე ტრადიციულ გურულ სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა ახალ წელს განსაკუთრებულად ელოდნენ. სოფელში ტრადიაცია არ იერღვევოდა და სუფრაზე ჩიჩილაკი იდგა, რომელსაც ისინი წმ
როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი
( მსოფლიო დონის აფიორა, რომელიც კრიმინალისტიკის გაკვეთილებზე ისწავლებოდა)ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1905-1907 წლების გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ახალგაზრდა "წითელი მაუზერისტი" ბესო რამიშვილი საქართველოდან ოსმალეთში გადავიდა, რადგანაც ცარისტული ხელისუფლება "ღვთისა და მეფის საწინააღმდეგო" საქმეებში მონაწილეობისთვის წითელი ცირკულარით ეძებდა. ბესო ერთხანს ლაზეთის ქალაქ ვიწეში (დღევანდელი ფინდიკლი) მჭედლად იყო, მაგრამ მერე აგენტებმა იქაც მიაგნეს და მანაც, დაჰკრა ფეხი და სტამბოლში ამოყო თავი. იქ ბესოს დედის გაზრდილი თავადი სპირიდონ გურიელი ცხოვრობდა და ყოფილ მაუზერისტსაც მისი იმედი ჰქონდა. მართლაც, თავადმა ძიძიშ