ეს პატარა გოგონა– მარიამ მარკოზიაა, მას მხედველობის ნერვის დისპლაზია აქვს.ერთ თვალში მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, მეორეში კი სრული უსინათლობა...
6 წლის გოგონა სკოლაში მშობლების დახმარებით დადის, მაგრამ ,,დედა ენას'' ვერ ხედავს, არადა ლურჯი იები ისე ინაზებიან?!
საქართველოში მარიამის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია...
თურქეთში სტამბულის ,,აჯაბედენის ჰარვარდის საუნივერსიტეტო კლინიკაში'' მშობლებმა მარიამის საბუთები გადააგზავნეს, პასუხად თურქმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მარიამის დახმარება შეუძლიათ...
სამწუხაროდ, მშობლებს შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნიათ.
სულ მცირე 1 ლარს
გადარიცხონ მარიამ მარკოზიას ანგარიშზე TBS-ში ანგარიშის ნომერზე: GE52TB706754506360004
ის ცრემლი მიყვარს, ის წმინდა ცრემლი,
დედას რომ მოსდის როცა შვილს აჩენს,
ცრემლი ოცნებით გაღვივებული,
შვილს რომ ეცემა როცა თვალს ახელს.
ის გული მიყვარს, ცრემლით გამთბარი,
დედის გრძნობებით გახარებული,
ის გული მიყვარს როცა ოცნებობს,
შვილი გაზარდოს გალაღებული.
იმ საოცნებო წუთების მსგავსად,
როცა სიცოცხლე ამ ქვეყნად მოდის,
იმ უჩვეულო წუთების ფასად,
ბოლო მოეღოს უსაზღვრო ლოდინს.
დრო მიდის ჩუმი, შეუჩერებლად,
შვილი იზრდება, დედა ბერდება,
გული ისევ ძგერს შეუსვენებლად,
მაგრამ დრო მიდის, სუნთქვა ჩერდება.
ის ცრემლი მიყვარს, ჩაფიქრებული,
სევდით აღსავსე მოთრთის სახიდან,
ის ბოლო ცრემლი დედის გულს ათბობს,
სიმწრითნაღვარი შვილის თვალიდან.
ცხოვრება ასე რთულია მხოლოდ,
დედა მიდის და შვილი კი რჩე