კაცხის სვეტი - საქართველოში არსებულ ამ დაუჯერებელ, წარმოუდგენელსა და ულამაზეს ნაგებობას ქართველებზე არანაკლებ აღტაცებაში მოჰყავს უცხოელები. მის შესახებ არაერთი სტატია დაწერილა მსოფლიოს გავლენიან ინტერნეტ თუ ბეჭდურ მედიაში.
ამჯერად ნაგებობა ინტერნეტგამოცემა The world geography-ს მიერ შედგენილ, კლდის მწვერვალზე აგებულ მსოფლიოს ყველაზე დაუჯერებელ შენებებს შორის მოხვდა.
სტატია შემდეგი ტექსტით იწყება: სტატიაში წარმოდგენილი შენობები წარმოადგენს სხვადასხვა ციხე-სიმაგრეებს, შუქურებსა თუ მონასტრებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს შენობები მიუწვდომელ ადგილას მტრისგან დასაცავად აშენდა; ამასთან, ისინი საშუალებას იძლევა წყლის ზედაპირის გაკონტროლებას. Adami.ge გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც კაცხის სვეტთან ერთად იხილავთ კლდის მწვერვალზე აგებულ მხოფლიოს სხვა დაუკერებელ ნაგებობებს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев