მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება…
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება,
ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა
და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა..
არ მემეტები,მაგრამ რავქნა არც შენ დამინდე,
არცერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე.
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი,შენ კი შავ–თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი.
მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოთ მხატვარს,რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს,
სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი,
რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი….
სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა,
და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა,ბევრი მინდოდა ალბათ, ბევრი,
რაც არ მერგება ,რაც არ მეკუთვნის ის ხომ მაინც არ შემერგება.
შენ არ გამტყუნებ,ყველაფერი ჩე
"წავლენ, აუცილებლად წავლენ შენგან ადამიანები, როცა იპოვნიან თავის წილ ბედნიერებას, რადგან უბედურების ჟამს შემოკედლებულთ სჭირდებოდი ცარიელი გულის ნუგეშად... დაგივიწყებენ, აუცილებლად დაგივიწყებენ, რადგან ბედნიერებს შენი ადგილი აღარ აქვთ გულში და აღარც სურვილი, დარჩე იმ ძარღვად, რომელიც საკუთარ უმწეობას და სასოწარკვეთილებას გაახსენებთ... გული არ დაგწყდეს, არ დახურო მისი კარები, ნურც ახალ სტუმარს დახედავ ფეხებზე, რომ მისმა ტალახიანმა ფეხსაცმელმა არ შეგაშინოს. შემოუშვი და დაბანე ფეხები, თორემ შენგან წასული ბედნიერებასაც დააბინძურებს. გამოაძევებ და ისევ უკან დაგიბრუნდება... უბედურების ჟამს გულში შემოკედლებულთა დარჩენის იმედს, ნუ დაიტოვებ, ისინი ნებისმიერ წამს გაგცვლიან მცირედ ბედნიერებაზე და მიგატ
გულში ჩამხედეთ,
მაგრამ ტკივილს ნუ
შეეხებით,
დალექილია, ძველს და
ახალს
ნუღარ აურევთ,
მე ჩემ ლექსებით
განკურნებას
აღარ ვეცდები,
სნეულია და სიხარულში
ცრემლს არ ავურევ.
ო რა ძნელია, როცა შენი
მხოლოდ შენ გესმის,
სხვა შენს ტკივილებს ისე
ხედავს,
ვით ფულში ხურდას
მაგრამ პასუხი რა
მოვკითხო
ვიღაცა უცხოს,
როცა შენიანს ბედნიერი
ჰგონიხარ მუდამ.
დამღალა მხოლოდ
იმედებმა,
იგივეობამ,
სული მიტირის, თავს ზევით
კი
არა მაქვს ძალა,
გული მტკივა და
უსასრულო
არის ტყვეობა,
ვაიმე გულო, რამდენ
დარდს და
ტკივილებს მალავ.
მე არ მოვითხოვ
შეცოდებას
ვინმესგან თავის,
მაგრამ მე ჩემი გამაჩნია
აზრი და
ხედვა,