არნავმა და კუშიმ, გულშემატკივრებისთვის ცნობილებმა როგორც არში, მილიონობით ადამიანის გული დაიპყრეს და უამრავი ჯილდო მოიპოვეს როგორც საუკეთესო ეკრანულმა წყვილმა. ბარუნ სობტმა, რომელმაც შეასრულა არნავის როლი ასევე მიიღო აღიარება და ჯილდოები როგორც საუკეთესო მსახიობმა. იგი კვირას ესტუმრა კინოთეატრს დუბაი-მოლში, რათა დასწრებოდა არაბულ ენაზე დუბლირებული სერიალის გაშვებას სახელწოდებით ,,Min Annazrah Thani’’, რომლის ტრანსლაციაც დაიწყო MBC ,,Bollywood’’ზე ამავე საღამოს.
ჟურნალისტი: - სერიალი პირველად ნაჩვენები იქნა 2011 და 2012 წლებში. როგორ თვლით, რატომ არის იგი ჯერ კიდევ ასეთი აქტუალური 4 წლის შემდეგაც?
ბარუნი: - არსებობს არაერთი მსგავსება ინდურ და ახლოაღმოსავლურ კულტურებში. ამის გამო მაყურებლებს მოსწონთ ის, რასაც ხედავენ. ასევე მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ კარგი შრომა გავწიეთ სერიალში და რომ იგი ხალხს მაინც მოეწონება 2015 წელს, როგორც ეს 2011 და 2012 წლებში იყო.
ჟურნალისტი: - როგორი რეაქცია გქონდათ როდესაც შეიტყვეთ,რომ სერიალი დუბლირებული იქნა არაბულად?
ბარუნი: -ჩემთვის ეს არავის უთქვამს, წარმოდგენა არ მქონდა. როდესაც გავიგე ამის შესახებ ამაყად, მაგრამ უცნაურად ვგრძნობდი თავს. მე მართლა ძალიან მსურდა ჩემი საუბრის არაბული ვერსიის ნახვა. ეს უცნაური იყო, რადგან იცით, რომ ტუჩები რაღაცას ამბობენ, თქვენ კი სულ სხვა რამ გესმით.
ჟურნალისტი: - რას გრძნობდით როცა აქ მოდიოდით პირველი სერიის ჩვენებაზე?
ბარუნი: -მოხარული ვიყავი აქ ჩამოსვლით. ეს ძალიან ,,თბილი’’ადგილია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და მე ყოველთვის მოუთმენლად ველი აქ ჩამოსვლას(ვიზიტს). ჩვეულებისამებრ ჩამოვდიოდი მეუღლესთან ერთად. მას შოპინგი მოსწონს.
ჟურნალისტი: - გქონდათ იმის შესაძლებლობა რომ შეხვედროდით თქვენს გულშემატკივრებს წინა ვიზიტების დროს?
ბარუნი: -არა, რადგან მე აქ ჩამოვედი როდესაც სერიალი ეთერში ახალი გამოსული იყო. მაგრამ მას შემდეგ რაც გუშინ აქ მოვხვდი წარმოდგენა შემექმნა, თუ როგორ იქნება შემდეგში ყველაფერი. ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ახლა უფრო რთული იქნება აქ შეუმჩნევლად დროის გატარება.(დასვენება)
ჟურნალისტი: - იცნობთ ვინმეს თქვენი არაბულენოვანი გულშემატკივრებიდან?
ბარუნი: -ვფიქრობ,რომ გულშემატკივრების უმრავლესობა, რომლებსაც აქ შევხვდი MBC-ს აქციაზე, საუბრობდნენ არაბულ ენაზე, რადგან ისინი უბრალოდ მიღიმოდნენ და ბევრს არ კონტაქტობდნენ, ინგლისურადაც კი. ამიტომ ვთვლი, რომ ისინი არაბულენოვანები იყვნენ.
ჟურნალისტი: - თვლით, რომ არნავისა და კუშის სიყვარულის ისტორია არაბულენოვანი აუდიტორიის გულთან მივა?
ბარუნი: -კულტურის მხრივ კი. ახლო აღმოსავლეთის და ინდოეთის ხალხი შესაძლოა არ ატარებდეს მსგავს სამოსს, ან არ საუბრობდნენ ერთსადაიმავე ენაზე, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ ერთსადაიმავე ფასეულობებს, რომელიც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროშია, მათ შორის რომანტიკული. ისტორიაში იქნება გადახვევა და ხალხს უფრო მეტად მოეწონება, თუ როგორ ვითარდება სერიალი. მაშინაც კი როდესაც სერიალი პირველად გამოვიდა 2011 წელს, ჯერ კიდევ არ იყო ასეთი პოპულარული და ყურებადი, მაგრამ გადიოდა დრო, ხალხს უფრო მეტად მოსწონდა და ის ასეთი წარმატებული გახდა. ვფიქრობ, რომ იგივე მოხდება არაბულ ვერსიასთან დაკავშირებითაც.
ჟურნალისტი: -კიდევ რა პროექტზე მუშაობთ ამ მომენტისათვის(მოცემულ მომენტში)?
ბარუნი: - მე დავასრულე მუშაობა ორ ფილმზე. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მომავალ წელს გამოვა. ერთი თანამედროვე საქორწინო ისტორიაა ,,Satra Ko Saadi Hai’’ და მეორე არის სიყვარულის ლამაზი ისტორია ,,Tu Hai Mera Sunday’’.. მომდევნო თვეში დავიწყებ გადაღებებს სხვა ფილმში, შესაძლოა სერიალშიც.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4