არწივს რად ჰქვია არწივი, სულ მუდამ ყივის, არ წივის,
ჭიუხთა ზედამხედველი, ფრათალეგაი და ფრთაცივი,
კლანჭებს დეზები უმშვენებს ძმადნაფიც ჯიხვის ყანწივით,
სიმაღლისაკენ ისწრაფვის, წვერებცანცარა ვაცივით,
თუ ნახავ დატყვევებულსა, გიმზერს ვაჟკაცი კაცივით.
არწივს რად ჰქვია არწივი, სულ მუდამ ყივის, არ წივის,
ღმერთო, არა ქნა, არ ნახო ფრთამოტეხილი არწივი,
ის ჩემი ლექსის მუზაა, ჩემი ცხოვრების ნაწილი.
ტიალი წუთისოფელი არა ყოფილა ადვილი,
ვგონებ, არწივის სიცოცხლე - სიცოცხლე არის ნამდვილი!
კლდისთავს ჩამოთვლემს წამიერ, რაის დაღლა და რის ძილი,
არწივის თვალმა გაზომოს ჩვენი სიცოცხლის მანძილი.
სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე ღვთითნაბოძები ძალები,
სიკვდილისფერი ფრთები აქ, სიცოცხლისფერი თოლები,
ჩამოუქროლე ჭიუხებს, ფრთალე
არ ვიცი რატომ სხედან შესანიშნავი გოგოები
შესანიშნავ მანქანებში
არაშესანიშნავ კაცებთან ერთად
მაგრამ ცარიელ ჯიბეებს გეფიცებით
მინახავს ისეთებიც,
ხელჩაკიდებულნი
თუნდაც არასწორ გზაზე
სწორი ნაბიჯებით,
სიკვდილამდე მიყვებოდნენ ერთმანეთს