იცი...მარტის თვეს ბევრი საერთო აქვს ჩვენს სიყვარულთან, რაა? - ის რომ ისიც ცვალებადია, მერყევია, არ დაიჯერება მისი ერთი მზიანი და თბილი დღის, ადამიანის თვალს მოაწონებს თავს მისი სითბოთი, ხოლო როდესაც უკვე მის სითბოს, სისპეტაკეს დაიჯერებ, თბილ ტანსაცმელს გაიხდი და მისი შითბოს იმედზე დარჩები, უცებ მზე დაიმალება, ცაზე შავი ღრუბლები შეიკვრება და წვიმას დაიწყებს, შეგცივდება და ისევ თბილ ტანსაცმელს ჩაიცმევ, მაგრამ შენ ხომ მარტის წვიმამ დაგასველა, შეგაცივა, დრო გჭირდება ისევ გათბე... შემდეგ ისევ მზე... ისევ მატყუარა სითბო... შენ ისევ გაბრიყვებს, როგორც წინაზე... ისევ მოგინდება გჯეროდეს მისი სიწმინდის, მაგრამ წვიმა გაშინებს...აი ასეა როცა ერთხელ მოგატყუებენ, სითბოს გაგინაწილებენ, სიყვარულს შემოგფიცებ
გვირილის ფურცლებმა შენი სიყვარული დამიმტკიცეს, იქნებ და მათაც მომატყუეს შენსავით, როგორ შეიძლება ვენდო თეთრ სიფრიფანა ფურცლებს, რომლებიც არხეინად გადაიხრებიან ხან ერთ ხან მეორე მხარეს, მათ რა იციან სიყვარული. უბრალოდ ზოგჯერ გვარწმუნებენ თავისი ფურცლებით იმ სიყვარულს, რომელიც არ არსებობს <3