უბრალო ლოთი ბიჭი ვარ, შენ კი საღვინე ვაზიხარ, რომ გეფერები უხეშად, ამ დროს საოცრად ნაზი ხარ. ერთხელაც ვერ გაკოცნინე, გეტყობა რა ზარმაცი ხარ,
მინდა საქვეყნოდ ვიყვირო, სიცოცხლევ რა ლამაზი ხარ. უდაბნოში ვარ მწყურვალი, შენ კი კამკამა წყალი ხარ,
როცა კი უბედური ვარ, ბედნიერების წამი ხარ. ჩემი ხიბლი ხარ მშვენებავ, ჩემი ოცნების ქალი ხარ, ჯანდაბას ერთი მაკოცე, ვითომ მაგარი მთვრალი ხარ.
მე მეოცნებე ბიჭი ვარ, შენ ჩემი ნატვრის თვალი ხარ, ბედნიერების კარიბჭე და სიყვარულის კვალი ხარ. ალპინისტი ვარ ძვირფასო, შენ კლდე პიტალო სალი ხარ,
მე შენი პაციენტი ვარ, მკურნალი და წამალი ხარ. დატანჯული ვარ ცოდვილი,
შენ კი სამოთხის კვალი ხარ, რომ მცივა, რომ ვიყინები, შენ ამ დროს ჩემთვის დარი ხარ. მძინავს თუ მღვიძავ