ზოგჯერ განსაცდელიც ნუ გაშინებს,
ღმერთი დიდია და მოწყალე,
რწმენა მარხვასავით შეინახე,
შენი იმედების იწამე...
ზოგჯერ დაცემულიც წამოდექი,
ისევ გზგა განაგრძე მიზნამდე,
აღმართს ისე მშვიდად აუყევი,
თითქოს არ გაშინებს სიმაღლე.
ზოგჯერ საკუთარ თავს უმეგობრე,
ზოგჯერ ასწავლე და ისწავლე,
ზოგჯერ მიუტევე, აპატიე
- ვისაც ჩვევად ექცა სიმხდალე.
ზოგჯერ არაფერი გაგიკვირდეს,
ქვეყნად რა გამოლევს სიყალბეს,
ღამეს დღე ასრულებს ყოველთვის და
მუდამ ბნელს ამარცხებს სინათლე...
ზოგჯერ იმდები ფარად გქონდეს,
ზოგჯერ ცრემლებამდე ინატრე,
გულით მზე ატარე ზამთარშიც და
მუდამ შენსკენ იყოს სიმართლე.
დიკა სალაყაია.
დედი
======
დედი,მერამდენედ სულში გამიწვიმდა,
დღეს ჩავლილ ბავშვობას სულ შენი ფერი აქვს,
ვეღარ შემადარებ ქაჯანა გოგოს და
ვერც ზღაპრიდან მოსულ,პატარა ფერიას.
დედი,გავიზარდე,წლებმა დამიჩემეს,
გულში დარდი სახლობს,ნატვრაშერეული,
უკვე შენებური ფიქრიც ვისწავლე და
მზერა და თვალებიც დამაქვს შენეული.
დედი,მესმის შენი თითო გულისცემა,
ვნანობ,სადარდებელს რა გვიან მიგიხვდი,
დღეს მეც ქალი ვარ და უკვე დედა მქვია,
კრძალვით და ღიმილით,შენს წინ ქედს მოვიხრი.
დედი,მენატრება ძილი შენს კალთაში,
შენსავით ამქვეყნად განა ვინ დამლოცავს,
შენ ვერ შეგეხება წლები და სიბერე,
ვიდრე მე გავედრებ ხატსა და სალოცავს.
დედი,შენებური ლოცვაც ვისწავლე და
შვილებსაც შენეულ ზღაპრებით ვაძინებ;
შენ რომ შემაჩვიე,სამშობლოზე დარდი
დღესა
არ დაიმახინჯო ცხოვრება ფრაზით: “რას იტყვის ხალხი”
ხალხი ბევრ რამეს იტყვის, როცა ბედნიერს დაგინახავს,
ხალხი მაშინაც ბევრ რამეს იტყვის, როცა თვალცრემლიანი და სუსტი იქნები,
მარტო იქნები, თუ ვინმესთან ერთად,
ლამაზად ჩაცმული თუ სახლის ფორმაში - ხალხი ყოველთვის ბევრ რამეს იტყვის, მაგრამ მათი ნათქვამი მათი აზროვნებისა და გულის მდგომარეობის გამომხატველი იქნება მუდამ,
ამიტომ უბრალოდ ისე იცხოვრე როგორც გინდა,
ბედნიერი იყავი,
ვის გვერდითაც თავს კარგად გრძნობ იმის ვგვერდით იყავი,
რა პროფესიაც მოგწონს ის აირჩიე,
ხალხს კი რაც უნდა ის შეუძლია თქვას.
ია კარგარეთელი.
ზამთარში ხეები მკვდარი ჩანს . სად არის ლეღვის ფოთლები ? სად არის ყურძენი ვაზზე ? ზამთარში ყველაფერი მკვდარი ჩანს . თუმცა , გაზაფხულზე ყველაფერი ცოცხლდება . და როცა დრო დადგება , მაშინ სიკვდილიდან გამოდის სიცოცხლე . იცის თქვენი ურწმუნოება და ღმერთი გიჩვენებთ აღდგომას ყოველწლიურად ამ ფენომენებით . ამრიგად, უსულოში დანახვით , შეგიძლიათ დარწმუნდეთ , რა ხდება ცოცხალში . და მართლაც ერთ დღეს , ყველა მკვდარი აღდგება . აღდგომის შემდეგ შეიცვალა ადამიანის ხსნის გზა და ეს არის ნათლობა , აღსარება და ზიარება !
ბერი პეტრე .