ცივი ღამე უდაბური, დანისლული,
ჩუმი ფიქრი მთვარის შუქით დაბნეული.
სიყვარული ამაყი და სასურველი,
ვისთვის კარგი, ვისთვის დარდით ავსებული.
ოცნებები ღამის ფიქრში გაბნეული,
გული ისევ შენი ნატვრით ავსებული.
საათები უშენობით გალეული,
ღამეები მარტოობით დალეული.
დილით ნამი, მარგალიტად დაბნეული.
გარიჟრაჟი იმედებით ავსებული.
განთიადი მზის სხივებით ანთებული.
სიყვარული შენზე ფიქრით დალეული...
18.04.2019
მზია კაპანაძე
რა არის ცხოვრება? წამებში გავლილი,
წუთებად ჩავლილი და წლებად ქცეული,
ფინიშთან მისული, ჯაფისგან დაღლილი,
წლებისგან ნატანჯი სული და სხეული.
ცხოვრება ბრძოლაა, ცხოვრება შრომაა,
უაზრო ომია, ჩხუბი და კამათი,
ცხოვრება ზოგისთვის უღირსად კვდომაა,
ზოგისთვის სცენაზე ნიღბებით თამაში.
ცხოვრება ნატვრაში გავლილი დრო არის,
ზოგისთვის ლექსი და ზოგისთვის რომანი,
უწყვეტი ფიქრია შვილებზე, მომავლის,
დარდია, ზრუნვაა, ტკივილი მონაგრის.
ცხოვრება უფრსკულზე ნადები ხიდია,
ბოლომდე გავლაა ძნელი და საშიში,
რწმენა თუ გექნება, უფალი დიდია
და წამოსადგომად ძლიერ ხელს გაგიშლის.
ცხოვრება ზოგისთვის უძირო ზღვა არის,
ზოგისთვის ოცნების ახდენა ნამდვილი,
ცხოვრების კიბეზე ასვლაა მთავარი,
მწვერვალზე მიღწევა არც ისე ადვილი.
ცხოვრებ