თამაშის შემდეგ ფლორენტინო პერესმა იკერ კასილასს საიუბილეო სეზონი მიულოცათამაშის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა გასახდელში ფეხბურთელები მოინახულა და მათ გამარჯვება მიულოცა. ასევე მან , იკერ კასილასს პირველ გუნდში 15 წლიანი ყოფნის გამო სიბელესის მინი ქანდაკება გადასცა წარწერით: "1999-2014 იკერ კასილასი"
გუშინდელ მატჩში იკერ კასილასმა სანტიაგო ბერნაბეუ აამღერა.მოგეხსენებათ "ატლეტიკოსთან" დამარცხების შემდეგ, მადრიდისტები უკმაყოფილონი იყვნენ კასილასის თამაშით და მრავალმა გულშემატკივარმა მისი კრიტიკა დაიწყო. ფანები ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ იკერმა სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაინაცვლოს და მისი ადგილი კეილორ ნავასმა უნდა დაიკავოს.
38 წუთამდე ბერნაბეუ კასილასის გვერდით იდგა და მის გამხნევებას ცდილობდა, თუმცა გაშვებულმა გოლმა გულშემატკივრის ხასიათი შეცვალა. ისინი აღარ სკანდირებდნენ იკერის სახელს და შეძახილებით არ გამოხატავდნენ მადრიდელთა კიპერის თანადგომას.
66 წუთზე კი ლეგენდარული მეკარე პირისპირ აღმოჩნდა ბაზელის თავდამსხმელთან. კასილასმა დიდებული რეაქცია გამოავლინა და წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია. ამ ეპიზოდით იკერმა გულშემატკივას ძველი დრო გაახსენა. ფანებმა კვლავ დაიწყეს ჟივილ-ხივილი და იკერს სიმღერები მიუძღვნეს. ეს დაახლოებით ისეთივე მომენტი იყო, როდესაც კასილასმა მუნდიალის ფინალში ერთი-ერთზე გასულ არიენ რობენს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев