მარსელო ვიეირამ „ანდალუსიური ვოიაჟი“ შეაფასა...
„მე ვფიქრობ, რომ გუნდმა ძალისხმევა არ დაიშურა, მაგრამ რამდენიმე შეცდომის გამო თამაში წავაგეთ.“
„აუცილებლად გავაანალიზებთ „სევილიელებთან“ პაექრობას და მომდევნო მატჩებში მეტი ყურადღების მობილიზებას ვეცდებით, ეს ჩვენი ვალია. საბედნიეროდ, პირველ ადგილს ვინარჩუნებთ.“
კრიშტიანო რონალდუ თვითკრიტიკით გამოირჩა...
„მე ვფიქრობ, რომ წაგება დავიმსახურეთ, ეს იყო ძალიან ცუდი მატჩი. ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთელებს ბრძოლისუნარიანობა აკლდათ, მაგრამ „სევილია“ თითქმის ყველა ასპექტში მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ჩვენ კი ყურადღება ხშირად გვეფანტებოდა.“
„პირველი გოლის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე არ უნდა გვეფიქრა და შეტევაში სიმწვავე უნდა შეგვენარჩუნებინა.“
ესპანური გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვამცნობენ...
როგორც სჩანს, ზინედინ ზიდანმა ედენ აზარი კვლავ ვერ დაივიწყა და „ჩელსისთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომდევნო 2-3 კვირაში მადრიდის „რეალის“ ბიუჯეტიდან 200 მილიონ ევრომდე დაიხარჯება, ეს თანხა კი სამ ფეხბურთელს მოხმარდება.
აზარის გარდა „ბლანკოსი“ ნ'გოლო კანტეს და პოლ პოგბას გაფორმებას აპირებს.
აზარის ფასი დაახლოებით 70 მილიონ ევრომდე მერყეობს. კანტეს 25-30 მილიონი ევრო ღირს, პოგბას ფასი კი 80-95 მილიონი ევროა