დაველოდები
დროის განაჩენს,
ის ალბათ შენზე ლმობიერია...
ის მომიშუშებს სევდის იარებს
შენგან ტკივილად რომ
დამმჩნევია..
რა დავუშავე ნეტავ ამ წარსულს
აწმყო ტირილში გამთენებია..
ნეტავ ვიცოდე შენზე ფიქრები,
ასე მაცდურად რად შემჩვევია..
დაველოდები დროის განაჩენს..
ის ალბათ შენზე ლმობიერია..
ის დამიბრუნებს მე იმ
გაზაფხულს,
შენთან წარსულში რომ
დამრჩენია..