ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ კინოთეატრში გაუშვეს ფილმი „პიკნიკი“.სეანსის შემდეგ ფსიქოლოგმა და მარკეტოლოგმა ჯეიმს ვაიკერმა გამოაცხადა, რომ კინოფილმის ჩვენებისას გამოიყენა ე.წ 25-ე კადრის ეფექტი. ვაიკერმა ფირში ჩაამონტაჟა 1/24 წამის ხანგრძლივობის კადრები: „დალიე კოკა-კოლა“ და „გშია – ჭამე პოპკორნი“, ამ კადრებს ადამაინის თვალი ვერ აღიქვავდა, მაგრამ, როგორც ფსიქოლოგმა გამოაცხადა, პირდაპირი ზემოქმედების ეფექტი მაინც ჰქონდა. ექსპერიმენტის შედეგად კოკა-კოლისა და პოპკორნის გაყიდვები შესაბამისად 60 და 30 პროცენტით გაიზარდა…
სხვა წყაროები განსხვავებულ რიცხვებს იუწყებენ: ზოგიერთის მონაცემებით ამ ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად გაყიდვები 7-ჯერ გაიზარდა. სხვები ამბობენ, რომ 90%-ით, თუმცა რომელია რეალური მონაცემი არავინ იცის..
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ზოგიერთის მოსაზრებით ვაიკერმა ამ ექპერიმენტის ჩატარების შესახებ წინასწარ აცნობა ხალხს დ ადამიანები ფსიქოლოგიურად უკვე მზად იყვნენ იმისათვის , რომ მოუნდებოდათ კოკა-კოკა ან პოპკორნი. თუმცა მოდით ძირითად თემას დავუბრუნდეთ,.
არსებობს მომენტები რომლის დროსაც ადამიანი ინფორმაციას იღებს და რეაგირებს კიდევაც მასზე, თუმცა ამ პროცესს არ/ვერ აცნობიერებს. როგორც უკვე მიხვდებოდით, ამ პოსტში მინდა განვიხილო ბევრისთვის საინტერესო ე.წ 25–ე კადრის ეფექტი .
ადამიანის მიერ 25-ე კადრის აღქმის ორი მოსაზრება არსებობს:
პირველი: ადამიანს წამში შეუძლია 24 კადრის აღქმა, რომელსაც თვალი და ტვინი გარკვევით და ნათლად იმახსოვრებს. 25–ე კადრი, როგორც წესი, ზედმეტია წამში და მას ტვინი აღიქვავს მხოლოდ ქვეცნობიერად, მაგრამ თვალი ვერ ხედავს.
მეორე: თვალის ბადურა წამში აღიქვავს 25 კადრს. მაგრამ ტვინს ძალუძს მხოლოდ და მხოლოდ 24 კადრი გაშიფროს 25–დან. ის ერთი კადრი, რომელიც ტვინმა ვერ აღიქვა, იგზავნება ქვეცნობიერში, ილექება და შემდეგში ახდენს ზემოქმედებას ადამიანზე.
საბოლოო შედეგით ეს ორი მოსაზრება არ განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ რომელი მათგანია ჭეშმარიტი ჩვენ დამოუკიდებლად ამას მაინც ვერ განვსაზღვრავთ.
25–ე კადრს ოფიციალურად ფარულ შეტყობინებას (Subliminal message) უწოდებენ. მაგრამ ამ ფარულ შეტყობინებასაც კი აქვს შეზღუდული ეფექტი. თურმე ყველაზე ეფექტურად ის მაშინ მოქმედებს, როდესაც ადამიანს იმ კონრეტულ წამს მართლაც აქვს ის კონკრეტული მოთხოვნილება, რომლის დაკმაყოფილებაც კონკრეტულ რეკლამირებულ პროდუქტს შეუძლია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მე თუ მშია და არ ვიცი რა მინდა და ამ დროს 25–ე კადრში მაჩვენეს ბიგ–მაკის რეკლამა, უეჭველი ავდგები და წავალ მაკდონალდში. შეიძლება ამის გამო იყო, რომ ფილმი „პიკნიკის“ ჩვენების შემდეგ ასივე პროცენტმა არ იყიდა პოპკორნი და კოკა-კოლა.
25-ე კადრი შეიძლება შევადაროდ გიპნოზს ან კოდირებას, თუმცა ეს მეთოდი უფრო ეფექტურია და ადამიანი ვერც ‘გრძნობს“ ამ ზემოქმედებას
25-ე კადრის გამოყენება არა მხოლოდ მარკეტინგში, პროდუქტის რეკლამირებაში შეიძლება, არამედ იდეების პროპაგანდაშიც კი. ჩვენ შორის რომ დარჩეს, ჭორი დადიოდა იმაზე, რომ ვარდების რევოლუციის დროს ტელევიზიით გამოყენებულ იქნა 25-ე კადრს ეფექტი…. აბა, რომ ჩავუფიქრდეთ: ერთდროულად ამდენი ხალხი რამ გადარია … ასევე ამბობენ , რომ მას საბჭოთა კავშირშიც იყენებდნენ , თუმცა, მეთოდი სინამდვილესთან ახლოს რომ ყოფილიყო, ალბათ სსრკ არც დაიშლებოდა.
რეალობასთან ყველაზე ახლო შემდეგი მოსაზრებაა: კამიკაძეების მომზადებისას რეალურად იყენებენ 25–ე კადრის ეფექტს. ეს მართლაც ლოგიკური ახსნაა იმისა, თუ რატომ ან როგორ მიექანება ადამიანი ასე თავდავიწყებით საკუთარი და სხვისი თავის დასაღუპად.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 69
marto dagvtove me da zuka
ok araa bazari
zukitooooo
ok
მაშ მაშ
იმის სიხარულიც ვარ და იმიტო
აბა რააა
daica
xooo
arc meee
memaxsovrebi bolomde
gaxsovs chemtan ro unda mosuliyavi da skola shegeshala?
skola aeria am debils
xooo
cxovrebaaa