თოვლმა მიატოვა ფიფქის შედევრები,
მდიდარს დაკარგული მუჭა ალმასი ხარ,
ხანაც ცოტა ხარ და ხანაც მებევრები.
მინდვრის სინატიფე თეთრი გვირილები,
შენს წინ მოწიწებით ყვითელ თვალებს ხრიან,
ქარნი ბობოქარნი ვნება აწყვეტილნი,
მოტაცებულ ფოთლებს ტერფეფთან გიყრიან,
წვიმაც უსაშველო ლოდინს დაემსგავსა,
ზეცამ ვერ გაკადრა ღრუბლის ნაჩრდილები,
ღამით მეგობარი მზეც ვერ გიერთგულებს,
ყველგან აგადევნე ჩემი აჩრდილები.
განა უძილობა ფიქრმა დამაჩვია,
ღამის ზმანებაა შენი დამნაშავე,
ღამე გარინდული შენთან მოკრძალებით,
მგონი შემიყვარდი მგონი დავაშავე.
მოდი სიმარტოვეს შენით დამაშორე,
თორემ ჩემთან ყოფნას მთვარე გეცილება,
ურჩი დროც ვერ უძლებს კეკლუც გაღიმებას,
წამი იყინება როცა გეცინება,
სარკე დაამსხვრია ყველა ჯადოქარმა,
შენი სიდიადით ნახეს უხილავი,
ღმერთმა რაც კი შექმნა ქვეყნად საოცრება,
შენთან სიმცირეა ყველა ნახელავი,
შენს წინ სიამაყემ ქედი მოიხარა,
თოვლმა მიატოვა ფიფქის შედევრები,
რაღაც სიგიჟეა შენით გატაცება,
ახლოს ცოტა ხარ და შორით მებევრები...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев