–გამარჯობა ვუთხარი და რაც შემეძლო თბილად გავუღიმე.
ზეინი ჩემსკენ გამოიწია, მაშინვე მივხვდი რომ კოცნას აპირებდა
–აფციი!
დავაცემინე სანამ ტუჩებს მომადებდა. მაშინვე პირზე ავიფარე ხელი და ტუჩები დავიფარე.
ეს იყო საშინელი დაცემინების მცდელობა, მაგრამ გაამართლა.
ზეინმა ირონიით სავსე თვლებით გამომხედა, ჩაიცინა და დივანზე წამოჯდა.
–როგორ ჩაიარა შენმა ვიზიტმა ოჯახთან?
მითხრა და სავარძელზე კარგად მოკალათდა
–მშვენივრად, ძალიან გამეხარდა ჩემი დის ნახვა
ვუთხარი და მის მოპირდაპირე დივანში ჩავჯექი
–გამახსენე რა ქვია შენ დას?
–პეიჯი, პეიჯი ედვარდსი
ვუთხარი ჩემი საკუთარი სახელი.
–აჰ პერი დიდი მადლობა რომ გვარიც შემახსენე
მითხრა ირონიულად. ის სულაც არგავდა შეყვარებულ ბიჭს. ესე ეწყინა კოცნის საშუალება რომ არ მივეცი? მას თვალებში ეტყობოდა რომ ჩემი კოცნა უნდოდა...ნუ პერის...
მე კოცნისთვის ემოციურად არ ვიყავი მზად. რატომ? იმიტომ რომ მე მხოლოდ ერთხელ მაქ ბიჭისთვის ნაკოცნი. ისიც ხუთი წლის წინ. საერთოდ არ მაქ კოცნაში გამოცდილება. მაგრამ ვიცი რომ პერის აქ. ის ყოველთვის ბიჭების ყურადღების ცენტრში იყო. ყოველთვის ცდილობდა ეტარებინა საუკეთესო ტრენდები, მაშინ როცა მე უბრალოდ მეცვა შარვალი და მაიკა. კიდევ ის იყო გახსნილი ადამიანი, მაშინ როცა მე ვიყავი საშინლად მორცხვი.
პერი უკეთესი იყო. ყოველთვის. ყველგან. ყველასთვის.
მე არ მივცემდი ზეინს უფლებას რომ ეკოცნა, ეს ყველაფერს გააფუჭებდა.
ის ხომ ჩემი დის შეყვარებული იყო. როგორ წავიდა პერი და როგორ დამტოვა მასთან... არ იცოდა რომ ეს მოხდებოდა? რაზე ფიქრობდა საერთოდ.
ზეინმა კიდევ ერთხელ სცადა ჩემი კოცნა, მაგრამ ისევ თავი ავარიდე
–პერი რა გჭირს, ჩვენ პირველად ხომ არ ვკოცნით ერთმანეთს.
უცნაური სახით შემომხედა ზეინმა
–იცი მე უბრალოდ გაციებული ვარ
მოვიტყუე, როცა სავსებით ჯამრთელი ვიყავი.
ზეინი ისევ განაგრძნობდა უცნაური სახით მოშტერებას. ჩვენ ორივე ვიდექით იქ ჩუმად, ეს იმიტომ რომ არ ვიცოდი ამ დროს რას იტყოდა და რას გააკეთებდა პერი.
–ოხ ჯანდაბა... იცი ეს რა საშინელებაა?
–რაა? ვიკითხე – რა არის საშინელება?
–შენთან ერთად ყოფნა
მითხრა და თავი გაიქნია
–მერე რატომ არ მშორდები?
ვკითხე განცვიფრბულმა, მაგრამ მალევე ვინანე ესე შეიძლებოდა მათი ურთიერთობა დამენგრია.
–პერი ხუმრობ ხო? როგორც ჩანს ზედმეტად შეიჭერი როლებში
ვერ მიხვდი ზეინი რას გულისხმობდა თვალები მოვჭუტე და ისე შევხედე
–ჰეი ლამაზო გამოფხიზლდი და შეუშვი შენ პატარა ქერა თავში რომ ჩვენ მართლა არ გვიყვარს ერთმანეთი და ეს უბრალოდ პიარია
თვალები დავაჭყიტე და პირი დავაღე. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მათი ურთიერთობა ყალბი იყო. და ამის შესახებ რატომ არ მითხრა პერიმ?
პირი ნელ ნელა დავკუმე და უპასუხოდ შევბრუნდი უკან
არადა ისეთი ბედნიერები ჩანდნენ ფოტოებში.
–უფრო ადვილი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა ცოტა რომანტიკული რომ ყოფილიყავი, ხვდები? მაგრამ შენ... შენ საშინლად ამძიმებ ყველაფერს.
–აჰ, ვწუხვარ
მე ისევ შოკირებული ვიყავი ამ ამბით.
–კარგი გვეყო ამაზე ლაპარაკი. სავახშმოდ ხომ არ წავსულიყავით? ბიჭებსაც დავურეკავ და ელენორსაც. რომ მხოლოდ ერთი გოგო არ იყო.
ელენორი, ელენორი, ელენორი... ლუის შეყვარებული!
ლუი ლუი ლუი... ბიჭი რომელიც მუდამ მხიარულია და მუდამ ცანცარებს.
ნეტა მართალი ვარ? მოდით ვიმედოვნოთ რომ ხო.
–ამმ.. კარგი.
დავეთანხმე –წავალ მოვემზადები
ზეინმა ამოიოხრა
–ანუ მილიონი წელი მომიწევს აქ დაცდა
მე მხარზე მივკარი ხელი
–შენ ვერ აფასებ ჩემს სწრაფი გამოცვლის ნიჭს
ზეინმა ჩაიცინა როცა კიბეებზე ავედი
პერის კარადა გამოვაღე და დავიწყე რაიმე ისეთის არჩევა რაც ჩემს სტილს შეეფერებოდა.
ჩავიცვი შორტები, გრძელ მკლავიანი მოკლე ბეტმენის მაისური, კედები, თმა ზემოთ ავიწიე და გამოვედი
–მოვრჩი
ვთქვი როცა ზეინი დავინახე
–ეს არის ყველაზე სწრაფი გამოცვლა პერი ედვარდსის ისტორიაში
გაიცინა ზეინმა
იმიტომ რომ მე არ ვარ პერი ედვარდსი
მე პეიჯი ვარ
–იცი რაღაც დაგავიწყდა მგონი
მითხრა ზეინმა და საჩვენებელი თითი სახესთან მომიტანა
–რაა? გავიკვირვე
–მაკიაჟი
ჩავიცინე და ხელი ჩავიქნიე
–მისვია მაკიაჟი, მარამ არც ისე ბევრი, ცოტა, შეუმჩნევლად.
–მოიცა ვინ ხარ და რა უქენი ჩემს შეყვარებულს?
პირი გავაღე პასუხის გასაცემად, მაგრამ ჩემი ყურადღება ზარის ხმამ მიიბყრო
–ვინ იქნება?
–ჰარი და ნაილი. ერთად უნდა წავიდეთ
–აჰ გასაგებია. შეგიძლია გააღო?
ზეინს პასუხი აღარ გაუცია კარის გასაღებად წავიდა
უკან კი ბიჭებთან ერთად დაბრუნდა
–გამარჯობა ქერათმიანო
მითხრა სიცილით ერთ ერთმა, სავარაუდოდ ეს ნაილი იყო. მისი განსხვავებული ირლანდიური აქცენტი მაშინვე მომხვდა ყურში. მის ნათქვამზე ჰარიმ და ზეინმა სიცილი დაიწყეს
რატომ დამიძახა ქერათმიანი? ნუთუ ფიქრობს რომ უტვინო ვარ?. ოხ პეიჯი ნუ ფიქრობ ყველაფერზე ცუდს შენ უბრალოდ მართლა ქერა თმიანი ხარ
–გამარჯობა ქერათმიანო
ვუთხარი მეც ნიშნის მოგებით და თვალი ჩავუკარი
–ოოჰ პერი შენ კიდე არ მომზადებულხარ?
უსიამოვნოდ იკითხა ჰარიმ
–რატო კითხულობ? მე უკვე მზად ვარ
–აააჰ უბრალოდ შენ მაკიაჟი არ გაქ და ვიფიქრე რომ...
აღარ დაამთავრა და ზეინს შეუტრიალდა –ეს ხომ კარგადაა?
ზეინმა გაიცინა, წელზე შემომიყარა ხელი და გასასვლელისკენ გავედით
–ზეინ ამათ არ მოვწონვარ ხომ? ვკითხე დაბალი ხმით
–ძალიან ლამაზად გამოიყურები
მითხრა მან და გამიღიმა.
–როგორც ჩანს კი ჩავილაპარაკე ჩემთვის
სანამ ზეინი მანქანის კარს გამიღებდა ისევ იმ თემას დავუბრუნდი
–და დავუშავე მათ რამე?
–პერი უბრალოდ მოეშვი, შეხედე რა კარგი ამინდია
ზეინმა ისევ აარიდა თავი პასუხს. ნათელი იყო რომ მათ მართლა არ მოვწონდი და ნაილმა იმიტომ დამიძახა ქერათმიანი რომ უტვინოდ მთვლის.ვაუ.. მაგარია!
როცა მანქანაში ჩავჯექით დავინახე როგორ ანიშნა ზეინმა ბიჭებს რაღაც.
–ნანდოსში ხომ? ვიკითხე რამდენიმე ხანში
–ხო ნანდოსში. შენ შეგიძლია შეუკვეთო პერი პერი ქათამი
გაიხუმრა ნაილმა
–ჰა ჰა
გავიცინე სარკაზმულად.
ზეინი მისკენ შებრუნდა და თვალები დაუბრიალა
–არა სერიოზულად, ძალიან მაგარია.
სიტუაციის გამოსწორება სცადა ზეინმა
–ზეინ ეს არარის პირველი როცა ჩვენ ნანდოსში მივდივართ
–აჰ ხომ.. მართალი ხარ.
–როგორც ყოველთვის
ვთქვი თავმომწონოედ და გზას გავხედე.
iaqtiuret torem shemdegs ar davdeb 20 likeze shemdegi

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5