"ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის.. ჩვენ მისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, ვიდრე შეუძლია, ამიტომაა, რომ ადამიანები ცდილობენ, ისეთები გახდნენ, როგორიც სინამდვილეში არ არიან. ჩნდება ნიღაბი, . ალბათ, რამდენად მშვენიერია ადამიანი თავისი ნამდვილი სახით.. და როცა ასეთ ადამიანს ვხვდებით, არ ვუჯერებთ, გვგონია, ისიც გვატყუებს.."
მერე რა,თუკი ცხოვრება შენი, გაყენებს ტკივილს, რა მოხდა,თუკი შენი გული ხშირ-ხშირად ჩივის, მერე რა,თუკი სადარდებელს ვერავის ანდობ, და შენს ტკივილს და გულისნადებს ცრემლებით ახშობ. რა მოხდა,თუკი ზოგჯერ თეთრად ათენებ ღამეს და ოცნებებში ჩაძირული გაჰყურებ მთვარეს. ცხოვრება მაინც ლამაზია,სიკვდილს რად ნატრობ? გულს რატომ იტეხ, ნახავ, ვისაც ყველაფერს ანდობ! ცხოვრებამ დღეს თუ გადაგღალა, ხვალ ჰპოვებ შვებას, ნუ მისცემ შენს თავს მარცხისა და დაცემის ნებას! შენს ცრემლებს ღმერთი იცოდე, რომ ითვლის წვეთებად, გწამდეს, რომ ცუდი შეიცვლება ლამაზ დღეებად! გქონდეს იმედი! ნუ გაიტეხ დღეს გულს უბრალოდ, გწამდეს მომავლის და გაქრება სევდა უკვალოდ! ნატვრა გაქვს? ჰოდა შეეცადე, რომ ის აგიხდეს, თესე სიკეთე,რომ ის შემდეგ სულ წი