სულ რომ არაფერი, სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი, სულს აგიწიოკებს,
სამშობლო არხვატი, მტირსათვის – შიშეთი!
…ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.
სულ რომ არაფერი, გული მაქვს იმხელა,
რწმენა მაქვს ისეთი, მთებს შეაზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი, ისეთი სიმღერა,
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!
სულ რომ არაფერი, ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილები, კოხტა და მზიანი,
როგორ ვთქვა – ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!..
ასეთი ზღაპრული, მთა-გორებიანი!
“სულ რომ არაფერი”, იქით, რომ იყოს და,
ღმერთი მყავს ისეთი სრული და ნათელი,
ყველაფერს ედრება, მეტია კიდეც და
სულ რომ არაფერი, მე მქვია ქართველი!...
მერე რა მოხდა დღეს თუ მატკინა ცხოვრებამ გული.. მიჩვეული ვარ მე ამ ქვეყნად აუტანლობას,ბევრი ვიწვალე,მარტოობით და მონატრებით,მაგრამ, არასდროს დამიშვია გაუტანლობა! ბედნიერება? ალბათ სადღაც ჩემი წილიც დევს,მე არ მივდივარ არ მოვძებნი არც მენაღვლება,თუ კი ღირსი ვარ მე ამ ქვეყნად რომ , რამე მერგოს თვითონ მიპოვოს ,ლოდინი კი არ მენანება
ქალი ვარ, სუსტი და მაინც კი ამაყი,
ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად,
სიყვარულს უარვყოფ, გრძნობებზე თვალს ვხუჭავ
და მაინც ყოველთვის გიყურებ გულიდან...
ქალი ვარ, ამაყი და მაინც გულჩვილი,
შენზე ვწერ, სიტყვები ლექსშიც კი კანკალებს,
ნახვიდან-ნახვამდე ეჭვები მაგიჟებს
და უკვე არც ვიცი გავუძლებ სადამდე.
სიყვარულს ვამხელ და სუნთქვას ვწყვეტ მაშინვე,
თან ლამის თვალებიც მიწამდე დავხარო,
რა ვუყო, ხანდახან ბედს ჩუმად მივყვები,
ხშირად კი ჩემს ირგვლივ ტრიალებს სამყაროც...
რა ხშირად ირეკლავს თვალის ფერს ცრემლები,
ცხოვრება როდისმე მაგათაც გააშრობს,
ქალი ვარ, ჯიუტი და მაინც გულჩვილი,
შენ ღმერთმა ნეკნის რომ გაჩუქა სანაცვლოდ.