1899 წლის 16 დეკემბრის შემდეგ „როსონერიმ“ 18 ევროპული ტიტული მოიგო, არაერთხელ გახდა სერია A-ს ჩემპიონი, დაეუფლა იტალიის თასაა და სუპერთასს, თუმცა არსებობს ერთი ტიტული, რომელიც „მილანს“ არასოდეს მოუგია...იმიტომ არა რომ ამის ძალა არ ჰქონდა უბრალოდ ის არასოდეს იღწვოდა დაბალი დონის ტურნირების მოგებისაკენ მაგრამ დადგა მომენტი, როცა ევრო ლიგაზე გასვლა ჩვენი ოცნებაა...ახლა „მილანი“ მხოლოდ სასწაულის იმედზეა...“შავ-წითლები“ ყოველთვის სასწაულებს ახდენდნენ თუმცა დღეს სასწაულს სატურნირო ცხრილში ველოდებით...ყველას გული გვტკივა, რადგან გვახსოვს „მილანი“ რომლისთვისაც გამარჯვება უმთავრესი იყო, გვახსოვს გუნდი, რომელიც ყოველთვის გვახარებდა, გვახსოვს ლეგენდები, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს და გვჯერა მხოლოდ ერთი რამის - შავ-წითელი ფერების. დღეს „მილანი“ კრიზისშია, დღეს ის ევრო ლიგაზე მოხვედრისთვის იბრძვის...მას სჭირდება ერთადერთი რამ - ჩვენი თანადგომა...ისინი ყოველთვის ჩვენთვის იგებდნენ და ახლა ვალდებულები ვართ ჩვენც ავმაღლდეთ ჩვენს გულისტკივილსა და გაბრაზებაზე და მოვიქცეთ ისე როგორც მხოლოდ ერთი გუნდის ფანებს შეუძლიათ...“მილანი“ ყოველთვის გამორჩეული გუნდი იყო და ამაში დიდი წვლილი მისი აურაცხელ და განსაკუთრებულ გულშემატკივრისაც მიუძღვის...ჩვენ არ ვგავართ სხვა გუნდის ფანებს, რადგან ჩვენი გულებიც კი „შავ-წითელია“...„მილანს“ ბევრჯელ ჰქონია კრიზისი ისევე როგორც დღეს თუმცა მისი დიდებული ისტორია გვარწმუნებს, რომ ამ ბრწყინვალე ვარსკვლავს რთული სიტუაციების დაძლევა შეუძლია...ის დაიბრუნებს ძველ დიდებას, რადგან მას იგივე სული აქვს რაც მაშინ ჰქონდა როცა ბრწყინვალე გამარჯვებებს გვჩუქნიდა...“როსონერი“ მოტივაციას არასოდეს კარგავს, ის იბრძვის, იბრძვის გამარჯვებისთვის, ღირსებისთვისა და გულშემატკივრებისათვის...ის ხომ ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეუძლია ადამიანების გულები სიამაყითა და უსაზღვრო სიყვარულით აავსოს...ის ერთადერთი და განუმეორებელია, ისვე როგორც ცისკრის ვარსკვლავი...ჩვენი მზე ისევ „შავ-წითლად“ ანათებს ამიტომ ჩვენი ისტორია სამუდამოდ გაგრზელდება...“მილანური“ ზღაპარი არასოდეს დასრულდება...ჩემო ძვირფასო მილანისტებო, არასოდეს ვთქვათ, რომ დღევანდელ „მილანს“ რაიმე არ შეუძლია, რადგან ისინი მოედანზე იმ მაისურებით გამოდიან, რომელიც ჩვენთვის საფიცარია, მათ ძალიან კარგად ესმით რომ დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა იყო მალდინის, ბარეზის, პიპოს, შევას მემკვიდრე...ჩვენ ვალდებულები ვართ გვწამდეს ჩვენი გუნდის, გუნდის, რომელიც ყოველთვის ზეაწეული გრძნობით იბრძვის, გუნდის რომელმაც 7-ჯერ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი და ყველაზე უკეთ იცის რა არის გამარჯვება...მე ვამაყობ, რომ ვარ „მილანელი“...მე ვამაყობ ჩემი გუნდის მენტალიტეტით, მე ვამაყობ „როსონერის“ გულშემატკივრებით, მე ვამაყობ რომ „შავ-წითელი“ ფერებით ვიბრძვით...არ აქვს მნიშვნელობა იგებს თუ აგებს ჩემი გუნდი... ჩემი გული ყოველთვის „მილანთან“ ერთად ცემს, ჩემი თვალები ყოველთვის „მილანის“ თვალებით იყურება, მე ყოველთვის „მილანთან“ ერთად ვსუნთქავ და ასე გაგრძელდება სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე...არ აქვს მნიშვნელობა გავა თუ არა „მილანი“ ევრო ლიგაზე, არც იმას აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილს დავიკავებთ სერია ა-ს ცხრილში, რადგან იყო „როსონერის“ გულშემატკივარი არ ნიშნავს მხოლოდ თამაშების ყურებას, შენ უნდა გრძნობდე მის წარმატებასა და მარცხს და იყო შენი გუნდის ერთგული მაშინაც როცა მოიგებს და მაშინაც როცა ის წააგებს, რადგან სხვანაირად შენ ვერ იქნები „მილანის“ ნამდვილი გულშემატკივარი...ყოველთვის გვახსოვდეს, ჩვენ გვიყვარს „მილანი“ არა იმიტომ რომ კარგია, არამედ იმიტომ რომ ჩვენია...Forza Milan <3 Rossonero Per Sempre <3<3 <3 - See more at: http://acm.ge/best/20758-byobb-bbbbbb-bbbbbbbbb-bb-bbbbbbb-bbbbbbbb-bbbbb.html#sthash.LiNHuyJV.dpuf


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 36