სიბერევ - თამამად ნუ მიცქერ თვალებში.. ნუ მითვლი სახეზე გაჩენილ ნაოჭებს არ მკითხო რა გზებით საიდან მოვდივარ - არ მკითხო რა მტკივა ანდაც რა მაოცებს.. ნუ მსტუმრობ მე შენი სტუმრობა მაღელვებს - მაცალე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი.. მე განა სიბერის ასაკი მეწვია - დარდით და შვილებზე ფიქრებით დავბერდი.. ნუ გაცდენს ჭაღარა თმებში თუ შენიშნე ნუ გაცდენს შრომისგან დაღლილი სხეული.. გულსაც შეეკითხე გული არ ბერდება - მხოლოდ მონატრებით გამხდარა სნეული.. რამდენჯერ უძლური დავეცი ბეჭებზე უფალმა მომხვია ძლიერი ხელები.. "მარტო არა ხარო მშვიდად ჩამჩურჩულა.. როცა დაეცემი მე შეგეშველები" მაცალე სიბერევ ნუ მიჭერ მარწუხებს - ჯერ კიდევ ბევრი მაქვს შვილებთან სათქმელი.. არ მითხრა რა გზებით - საიდან მოვდივარ მაცალე სან
იმ თვალებს გაუმარჯოს, რომელშიც შენს სახეს ხედავ,მორცხვად გიყურებს და კოცნას ვერ ბედავ,ლამაზი მზერით შენს გულს რომ განაგებს,კაშკაშებს, ციმციმებს, ქვეყანას ანათებს.