მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცით ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებულს შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათი ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,
მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო
რამე თუ თავად მონატრება სიყვარულია.