სპამი
5 თებ 22:56
შორს ცის კამარას მიწიერთაგან ალი ეკლიდა მზისფერ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი დროში გცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა ამაყი ღმერთი და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
მუხლჩამოყრილი ფიცარ ნაგებზე შიში მახრჩობდა ჩემს თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან
და თითქოს ლოდი გულ-მკერდზე მეცა ღვთის ხმამაღალი ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა ირგვლივ დადუმდა ცა მზე და მიწა
ადამიანო სასუფეველში ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის ვხედავ მორევში იმ ბოროტებას რომელსაც