ინგრედიენტები:
ცომი:
კვერცხი 2
შაქარი 1 ჭიქა
ფქვილი 2 ჭიქა
ხაჭო 200 გ
სოდა 1 ჩ.კ
მარილი
კრემი:
კვერცხი 2
შაქარი 1 ჭიქა
ფქვილი 1.5 ს.კ
რძე 500 გ
კარაქი 200 გ
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ხაჭო, სოდა, მწიკვი მარილი, ათქვიფეთ კარგად. შემდეგ დაამატეთ ფქვილი. მიღებული ცომი გაყავით 4-ად და გააციეთ მაცივარში 1 საათი.
ამასობაში მოამზადეთ კრემი: კვერცხი, შაქარი და ფქვილი ათქვიფეთ. დაამატეთ რძე და ნელ ცეცხლზე მოხარშეთ. თან გამუდმებით ურიეთ. წამოდუღებიდან მალევე შესქელდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან და შეურიეთ კარაქი. ათქვიფეთ რომ ერთგავროვანი მასა მიიღოთ. გააციეთ კრემი და გამოაცხეთ ფირფიტები.
ცომი გააბრტყელეთ ღუმელის სტანდარტულ ფორმაში (წინასწარ ჩააფინეთ ქაღალდი ან წაუსვით კარაქი და ფქვილი მოაყარეთ). ცხვება რამდენიმე წუთში, 180-200 გრადუსზე. კრემი წაუსვით ჯერ ისევ თბილ ფირფიტებს და მოაყარეტ ქოქოსი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев