✞ქრისტეს მიერ საყვარელნო დანნო და ძმანნო, მლოცველნო, შეგახსნებთ, რომ დიდმარხვის პირველ კვირაში იკითხება ანდრია კრიტელის დიდი კანონი... ორშაბათის საკითხავს ახლა მოგაწვდით დანარჩენი დღეებისას კი ეტაპობრივათ განვათავსებ ჯგუფში თემების სახით... ასევე მოგაწვდით ვიდეოჩანაწერსაც...✞
ანდრია კრიტელი
დიდი კანონი
ორშაბათი
გალობა ა.
სძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე, მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი, და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ არს (2-გზის).
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ვინა ვიწყო მე გლოვად საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი-ვჰყო ქრისტე, გოდებისა ამის; არამედ ვითარცა ტკბილმან, მომცენ ცრემლნი ლმობიერნი.
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალ