გიჟი ხარ?
- ცოტა გიჟი ვარ...
ჭკვიანი?! - ცოტა ჭკვიანიც...
ხან აღმა-აღმა მივფრინავ,
ხან ძირს ვეშვები ბზრიალით...
გიჟი ვარ... ისევ გიჟი ვარ. .
წლებმაც კი ვეღარ შემცვალა.
დაჭკვიანებას ვინ ჩივის,
თანდათან უფრო შემშალა...
ხან ვაფრენ...განა თვითმფრინავს...
ან მოფარფატე თოლიას...
ვაფრენ ცხოვრების დინებას,
მე რომ ვერ ამიყოლია...
გიჟი ვარ...და ეს სიგიჟე,
იცოდეთ, ჩემი "ჰობია"...
ხან ამ ცხოვრების ყურება,
გიჟების თვალით ჯობია...
/ნინო ახალაშვილი/
– ისევ მოვედი…
– დახმარება გინდა?
– ჰო…
– რომ გილხინდა,სად იყავი?
– მაშინაც მინდოდა მოსვლა…
– მაგრამ არ მოდი…
– მტკივა…
– რა გტკივა?
– გულიც და სულიც…
– რატომ?
– არ ვიცი…
– რომ არ მოდი იმიტომ…
– როდის?
– როცა არ გტკიოდა…ახლა სინდისი გაწუხებს…შენ არ იცი,რომ სინდისია,მაგრამ გაწუხებს…
– მრცხვენია…
– რისი?
– არ ვიცი…
– შენი თავის…რომ არ გახსოვდი იმიტომ..ამისი გრცხვენია…
– რა გავაკეთო?
– ნუ დამივიწყებ!რომ მივიწყებ,ხომ ხედავ ცუდად ხარ…
– ყოველთვის მახსოვხარ…
– მაგრამ ჩემამდე არასდროს მოდიხარ…
– დამეხმარე…
– ნუ მოხვალ მხოლოდ მაშინ,როცა გტკივა…შენი სიხარულიც გამიზიარე,შენი ბედნიერება გამიზიარე,ამისთვისაც მოდი…დამითმე მეტი დრო,გული გადამიშალე და დახმარება აღარ დაგჭირდება…
– გამომივა?