- მინდა, რომ რაღაც გთხოვო.
- გისმენ.
- არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ გთხოვ, თუ ოდესმე რამე გეწყინება ჩემგან, თუ ოდესმე ჩვენი გზებიც გაიყოფა და ერთმანეთისთვის უცხოებად ვიქცევით... ნუ შემიძულებ, რამდენი გულმოსაკლავი სიტყვაც არ უნდა გითხრა ჩემი ფეთქებადი ხასიათის გამო, ყოველთვის აირჩიე, რომ მაპატიო. იმიტომ კი არა, რომ მე პატიებას ვიმსახურებ, არა... ვიცი, რომ მე არ ვიქნები პატიების ღირსი, მაგრამ შენ არ იმსახურებ შფოთს და სიძულვილს გულში. ჩემს გამო გულში არ უნდა გქონდეს ის მძიმე ლოდი, რასაც უპატიებლობა ჰქვია, შენ ჩემზე უკეთესი ხარ და მერეც ასე უნდა იყოს. ნუ გამცემ ხმას, ნუ გამოიხედავ ჩემკენ, უბრალოდ აირჩიე, რომ მაპატიო, მეც და ზოგადად - ყველას... რადგან შენ იმსახურებ სიმშვიდეს, უპატიებლობა