საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკურ-ანალიტიკურ კვლევას აქვეყნებს. შსს-ს ინფორმაციით, ავტოპარკის ზრდისა და განახლების მხრივ გამორჩეული იყო 2012 წელი, როდესაც დაფიქსირდა ავტოტრანსპორტის რაოდენობის მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 4 წლის განმავლობაში – 8.2%, ხოლო მსუბუქ ავტომობილებში ზრდამ -6.8% შეადგინა. კვლევის თანახმად, სტრუქტურული შემადგენლობის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული მარკებია MERCEDES-BENZ და OPEL, ხოლო მოდელები კი კვლავ – Opel Astra და Opel Vectra. ამასთან, 2011 წელთან შედარებით, საერთო რაოდენობაში ზრდის საუკეთესო დინამიკა აჩვენეს HONDA-სა და NISSAN-ის ბრენდებმა.რაც შეეხება იმპორტირებულ მარკებს, 2012 წლის მდგომარ