არ გამომდის... ვერ შევძელი შენი დავიწყება და ვიცი, ვერც შევძლებ. იცი, ვცდილობ ვიღაც შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ როგორც კი ეს ხდება, მასში იმის ძებნას ვიწყებ, რაც შენში მიყვარდა. შენი სუნი, შენი განსხვავებული გამოხედვა, შენი ღიმილი, შენი შეხება, შენი მანერა, თითოეული შენი მიმიკა... ბრაზსაც კი ისეთს ვეძებ, როგორიც შენ გქონდა... ბოლოს ვხვდები, რომ ის შენ არ ხარ და ვჩერდები... არ მინდა ჩემს გამო ვინმე შეიცვალოს, არ მინდა ჩემი "შექმნილი" ადამიანი მიყვარდეს. მინდა, რომ ნამდვილი იყოს, ისეთივე ნამდვილი, როგორიც შენ...
•უნდა მოწერა, მოგწერს! უნდა დარეკვა, დაგირეკავს! ვერ შეძლო არ არსებობს! ადამიანს თუ უნდა შეუძლებელს შეძლებს! მითუმეტეს კაცს თუ უნდიხარ ვერავინ და ვერაფერი დააკავებს შენამდე მოსასვლელად..!•
“- არ ეჭვიანობ? - არა... - და ვინმემ რომ წაგართვას საყვარელი ადამიანი? - როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანი წაგართვან, ნივთი ხომ არ არის... როცა უყვარხარ, სხვისკენ არ იხედებიან და არც სხვისი სილამაზით იხიბლებიან... - მაგრამ... თუ მოიხიბლა? - მაშინ სხვისი იყოს, სანახევრო არც სიყვარული მჭირდება და არც ყურადღება!