ენგურის მინდვრებს ზეცას რომ დავუკოცნი
ჯეგეს მთის ქედებზე ნამად მოვედები
იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს
და თუ ასე კვდებიან პოეტები.
სული გამექცევა ღამის აჩრდილიდან
ქალი აშარია ბორია გალეშილი
ვოსერე დამასიზმრე ჩემი არჩილიდა
მერე თვალთაკაბა მისი ქალიშვილის.
მტერი მათრახის ქვეშ ატარა ლაჩარივით
ციხესიმაგრენი რომელმა დააჩოქა?!
ქართლს რომ ცამოახიეს ჩოხა
ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა
ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა
კოლხმა შემოისხა ლექსი აბჯარივით
შენა სხივწერწეტა ფანდურ ჩამომღერი
ლერწამტანიანო და ქალწულ ნამიანო
წამო თავშლიანო სვანეთს წამომყევი
იქა სათამადო ვაჟნი არიანო.
სანამ ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი
მზე რომ დაადგება ზედა გმირთა მაჯებს
მედეას კი არა ჩვენსა ქორწილს
მთათა ბერიკაცი სუფრას გვითამადებს
გამარჯობა...
შენ მე არ მიცნობ. არა, უფრო სწორად მიცნობ, მაგრამ დაგავიწყდი.
ჰო, რა თქმა უნდა, შენზე არ ვბრაზობ, მეც ხშირად მავიწყდება რაღაცები.
ვერც დაგადანაშაულებ, როგორც ჩანს, ჩემი სუსტი ხელებით ვერ შევძელი შენი სამყაროს გასაღები გადამეტრიალებინა და შემოვსულიყავი მასში...
ცრემლები კი გადინე, თუმცა, ამბობენ, ტკივილები ყოველთვის პოულობენ გზას მოსაშუშებლადო. შენ ამ გზად დავიწყება აირჩიე...
რა გითხრა, ალბათ სხვა არჩევანი არც გქონდა. ბოდიში. მოვედი ასე დაუკითხავად და ჩამოგიჯექი თავთან. ათას სისულელეს გელაპარაკები.
გთხოვ, ნუ მიყურებ ასე, გთხოვ. გინდა თავიდან დავიწყოთ? მოდი...
გამარჯობა. მე შენი დაკარგული სიყვარული ვარ და მინდა პატიება გთხოვო, ყველაფრისათვის...
ის?... ის არ ვიცი სად არი