ყველაზე მეტად რომ გიყვარს, რომ ერთგულობ და უფრთხილდები, აი სწორედ ის ადამიანები გწირავენ. გწირავენ ისე რომ ბოლო ამოსუნთქვაც თან მიაქვთ... გწირავენ უმოწყალოდ და დაუნდობლად, და ამას ისე ოსტატურად აკეთებენ, რომ უკანასკნელ წამსაც კი ვერ ხვდები რომ ეს მან გააკეთა.
გესმის და არ იგებ...
ხედავ და არ გინდა დაინახო...
გეუბნება და არ უჯერებ...
საკუთარ თავს არ უჯერებ, მისი ისე გჯერა...
გონს მაშინ მოდიხარ, როცა ტკივილოსაგან გონებადაკარგული საკუთარი სული გისვენია მკლავებზე და მკვდარივით არწევ...თითქოს აძინებ, გამოღვიძებულს სიზმრად რომ მოგეჩვენოს ეს ჯოჯოხეთი...
მე შენ მიყვარხარ ! " ნუთუ ცოდვაა ?! და თუ ცოდვაა , ვიყო ცოდვილი . ,, მე შენ მიყვარხარ ! " დამნაშავე ვარ ? დამნაშავე ვარ , ვიყო გმობილი . ჩამსვით ციხეში , ან ჯოჯოხეთში , მაწამეთ ყველგან , სადაც გენებოთ , ,, მე შენ მიყვარხარ ! " ყოველთვის ვიტყვი , თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ . ,, მე შენ მიყვარხარ ! " თუნდაც ვკვდებოდე , თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი , ,, მე შენ მიყვარხარ ! " და მე ამ სიტყვებს , გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც . და თუ ეს ცოდვა , ღმერთმა შემინდო , არასდროს დამგმო , ერმა და კაცმა , მაშინ კვლავ ვიტყვი , ისევ თამამად : ,, მე შენ მიყვარხარ , ძლიერ მარად
ვაღიარებ ყველაფერს,
ცოდვილი ვარ მამაო,
რა ახლოა სიკვდილი,
სიცოცხლე კი ამაო...!
ვერ ვიხსენებ რამდენჯერ,
მივატოვე ტაძარი,
ვეძებ სულის სიმშვიდეს,
მიპასუხე...სად არი.?..
ტკივილების წიაღში,
სევდის ნაყოფს ვკრეფავდი,
შორს ვიყავი უფლისგან
და ვერც ლოცვას ვბედავდი...
ზოგჯერ ჩემი ცხოვრება,
ყვავილია დამჭკნარი...
ზოგჯერ თოვლის ფანტელი,
სხვის ფანჯრებზე დამდნარი...
სხვის ცოდვაზე დაცინვით,
თვალს ჩემსაზე ვხუჭავდი,
გულის კარებს გაღებულს,
სიკეთისთვის ვხურავდი......
ვაღიარებ ყველაფერს,
მოისმინე მამაო...
რა ახლოა სიკვდილი,
სიცოცხლე კი ამაო.
იცით რატომ მტკივა გული ყოველთვის?
იმიტომ რომ ყველა იმაზე კარგი მგონია ვიდრე არიან, იმაზე მეტად ვენდობი ვიდრე იმსახურებენ და იმაზე მეტად მჯერა ვიდრე საჭიროა!
სადღეგრძელო
ერთმა კაცმა ჩარგო ვაზი და გვერდით ჩაურჭო სარი.
ვაზი გაიზარდა... ტანი აიყარა, გამაგრდა აყვავილდა და ნაყოფიც გამოიღო.
სარმა უთხრა ერთ დღეს...
– ვაზო, შენ როცა პატარა იყავი მე მეჭირე, ეხლა შენ უკვე დიდი ხარ და ძლიერი...
მე კი ერთი უბრალო სარი ვარ და ძირიც მომილპა...
– მოდი მაგრად მომეხვიე არ წავიქცეო...
– მოდით ისეთ შვილს გაუმარჯოს სიბერეში მშობელს რომ მოეხვევა და არ მიატოვებს...
– ისეთ მეგობრებს გაუმარჯოთ გვერდში რომ დაუდგებიან, მხარს ამოუდგავენ და წაქცევის საშუალებას არ მისცემენ თუნდაც მორალურად.
მოვეხვიოთ ერთმანეთს...