იხილეთ და ისიამოვნეთ !!! ნამდვილად არ ინანებთ !!!!
მიწიდან 1000 მეტრზემე მხოლოდ ახლა მივხვდი , რას ნიშნავდა დრო ,რომელიც დავკარგე , წუთი რომელსაც ვერ მივუსწარი , წამი რომელიც გამექცა.... მხოლოდ ახლა და აქ.. 1000 მეტრის სიმაღლეზე დედამიწიდანის ჩუმად მიუყვებოდა ძველ ქუჩას . აქ ყოველივე მისთვის ნაცნობი და ამავდროულად საშინლად უცხო იყო.. 6 წელი გავიდა . მთელი 6 წელი რაც მას ამ ქუჩაზე არ გაუვლია და არ გაუგია პატარა ბავშვების კისკისი, თამაში, ყვირილი. ის მიდიოდა და ფიქრობდა , როგორ იცვლება გარემო დროსთან ერთად. საკმარისია რამოდენიმე წუთით მოწყვიტო მას თვალი და ამ პატარა ხანშიც კი დევს ცვლილება, რომელსაც ჩვენ ადამიანები ვერ ვამჩნევთ. თუმცა არ იცვლება მოგონებები. ისინი არსად ქრებიან, ხანდახან გგონია , რომ დროსთან ერთად მოგონებებიც მიყუჩდებიან და იმალებიან ტვინის იმ ნაწილში, რომელიც აღარასდროს აამოქმედებს მათ და აღარ მიაწვდის შენს გონებამდე.თუმცა ვცდებით. ყველა მოგონებას აქვს თავისი დანიშნულება, დრო, და ამოქმედების ვადა. ახლაც ასე მოხდა. მის გოენებაში ამოქმედდა მოგონება სახელწოდებით „ანა“ ...ლუკიიაანოო!!!დროა გაიღვიიძო დღეს შენი დაბადების დღეა საყვარელო!
-ხოდა მითუმეტეს დღეს მაინც გამომაძინეთ- გაისმა ლუკას პროტესტი ამ უნებურ გაღვიძებაზე
-არავითარ შემთხვევაში - შეეპასუხა ანა - დღეს უამრავი საქმე გვაქვს . ახლავე ადგები, მოწესრიგდები და ფორმაში შეხვდები შენს სიურპრიზს
-აღარ გამოგივიდა სიურპრიზი , უკვე ყველაფერი მითხარი და რა სიურპრიზზე ლაპარაკობ?
-სწორედ ,რომ სიუპრიზი იმაშია, რომ შენ არ გეცოდინება რა სიურპრიზს გიმზადებ!და ნუ მიფუჭებ ხასიათს ,მხოლოდ 20 წლის გახდი და ნუ ბუზღუნებ ბებერი კაცივით.
- კარგი ვდგები უკვე სულელო ,იქნებ ჩაცმა მაინც მაცალო ბებერო ქალო?
- მე ჯერ სიბერემდე 1 წელი მაკლია. 10 წუთში სახურავზე ამოდი
-დაიცა, სახურავზე რა გვინდა?
-შენ მართლა ფიქრობ ,რომ ამას გეტყვი? მალეე !
ასე სიცილ კისკისით გავარდა ანა სადარბაზოში და დატოვა სასოწარკვეთილი ლუკა თავის თავთან.
ტკბილ ძილს მოწყვეტილი ლუკა, იძულებული იქნა ამდგარიყო და ტანზე ჩაეცვა. როცა სახურავზე ავიდა მან თავისი მოლოდინი ვერაფრით ვერ გაამართლა.
-ანა სად იმალები გამოდი დროზე ! - დაიყვირა გაჯავრებულმა
- ასე მალე რატომ ჩაიიცვიიი ? წადი კიდევ ერთხელ გამოიცვალეე არ გვაქვს შენი სიურპრიზი მზად - ანას ხმა მიყრუებულად და შორიდან ისმოდა
- ანა ახლა იცი როგორ სიუპრიზს გაგიკეთებთ?ჩავალ სახლში და აღარ გამოვალ!
- კაი საყვარელო იდექი შენს ადგილას შენი სიუპრიზი ახლავე მოფრინდება!
- ანა მეხუმრები? როგორ თუ მოფრინდება
სწორედ ამ დროს გაისმა ზუზუნის ხმა და ლუკამ ცაში აიხედა. სახურავზე დასაშვებად ემზადებოდა დიდი ვერტმფრენი. –
-ანა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - ლუკა ცდილობდა გადაეფარა ქარის ხმა
- საყვარელო მე შენი ოცნება უნდა ავახდინო !- გასძახა ანამ
- რომელი ოცნებაა შენ ხო არ გაგიჟდი საყვარელო? ხომ იცი ,რომ სიმაღლის მეშინია!
- სწორედ ეს ოცნება უნდა აგიხდინო, დღეიდან შენ სიმაღლის არ შეგეშინდება!
გთხოვ გავფრინდეთ ერთად ! მე შენს გვერდით ვიქნები, გპირდები საყვარელო ეს დღე არასდროს დაგავიწყდება.
-ანა მესმის ჩემი გახარება გინდოდა ,მაგრამ არ შემიძლია
-ლუკიანო , ძალიან გთხოვ.. თუ გიყვარვარ წამო გავფრინდეთ
როდესაც ანა ასეთი ტონით იწყებდა ლაპარაკს და თავის პაწაწინა თვალებს აიცრემლიანებდა ლუკა ყველაფერზე იყო წამსვლელი. ეს დღეც არ იყო გამონაკლისი და ის ავიდა ვერტმფრენში.
-და ახლა საით მივფრინავთ ანა?
- პილოტო ! გეზი აიღე მაღლა ცისკენ , 1 კილომეტრი სიმაღლე გვეყოფა პირველი გადახტომისთვის
- რაა? ანა რისი თქმა გინდა , რომ უნდა გადახტე?
-არა სულელო , უნდა გადავხტეთ !
- არავითარ შემთხვევაშიი ანა! ეს ხომ საშიშია
- მთელი ცხოვრება მინდოდა ამის გაკეთება ლუკ, და შენ იმის თქმა გინდა ,რომ ჩამაშხამებ ამ დღეს?
- სიკვდილით თუ დავასრულეთ, ჩაშხამებულიც ვეღარ იქნები, ხვდები ამას?
- კი ვხვდები, მაგრამ ძალიან მინდა, გთხოვ ნუ მეტყვი უარს საყვარელო!
ლუკამ ჩაიცინა და გაიფიქრა , თუ სიკვდილია მასთან ერთად იქნებაო და თანხმობა მისცა თავის გოგონას...
-მზად ხარ ლუკა?
- არც ისე, შენ?
- ლუკ ,მე მეშინია
-როგორ მოხდა ,რომ ჩემი უშიშარი გოგო ახლა აღიარებს ,რომ თურმე მისთვისაც კი გიჟურია ეს საქციელი?
- მე შენთან ერთად მინდა!
- და მიწაზე ვერ დავეტეოდით საყვარელო?
-ვერა ლუკ!ცაც და დედამიწაც ჩვენი უნდა იყოს!
ამ დროს გაისმა პილოტის ხმა : ჩვენ უკვე ავედით სასურველ სიმაღლეზე , გადახტომა გსურთ თუ კურსი შევცვალოთ?
ანა შეშინებული იდგა , ლუკამ კი გამბედაობა მოიკრიბა და უთხრა
-ჩვენ ვხტებით !ყვირილი , ეიფორია , ისევ ყვირილი , ჰაერი არ მყოფნის , შიში , აღტაცება .. მისი თბილი ხელები .. აჩქარებული პულსი ... დროა პარაშუტი გავხსნათ ! და...........-ანა ეს ხომ საოცრებაა? საყვარელო ნახე ირგვლივ რა სილამაზეა! ანამ უცებ ვერ შეძლო პასუხის გაცემა თვალები აცრემლიანებული ჰქონდა, მას ლაპარაკი უჭირდა თუმცა მალევე გასცა პასუხი
-ლუკიანო!!!!!! ჩვენ მივფრინავთ !!!!!! ჩვენია ცაც და დედამიწაც.. გილოცავ დაბადების დღეს. მე ვიცი ,რომ ეს დღე არასდროს დაგავიწყდება
-ჩემო პატარა ,არაორდინალურო გოგონავ,მხოლოდ შენ იცი ჩემი გაკვირვება და გახარება. ძალიან მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ !
ბედნიერებით და ადრენალინით აღსავსე წყვილი ნელ-ნელა ეშვებოდა მიწისკენ.მათი იყო ცაც, ღრუბლებიც , მიწაც.მთელი სამყარო მათი გალხდათ!არავის უნაწილებდნენ იმ პატარა სამყაროს კუნჭულსაც კი,რომელიც თავად შექმნეს თავიანთ გულებში.ისინი ყველაზე ბედნიერები იყვნენ..ლუკა ოდნავ მოეგო გონს და მოწყდა მოგონებას.
-ნატო დეიდა ,როგორ ბრძანდებით?
-ღმერთო ჩემო! ეს ვის ხედავს ჩემი თვალები.ლუკა ჩემო ძვირფასო ,როდის ჩამოხვედი შვილო? როგორ დაკაცებულხარ.რამდენი წელია თვალით არ მინახიხარ და ახლა ასე უეცრად დამადექი თავზე შე აბეზარო. მოდი შინ შევიდეთ მომიყევი რას შვრებოდი ამდენი წელი?
-სწავლას მოვრჩი ნატო დეიდა,და დღესდღეობით წარმატებული ბიზნესმენი ვარ გერმანიაში. ყველაფერს მივაღწიე რაც მჭირდებოდა
-ყველაფერს?ცოლიც ხომ არ მოგიყვანია?
-არა ნატო დეიდა. მე ვერავინ შევიყვარე.
-კარგი შვილო არ გვინდა ცუდზე ლაპარაკი ... ყავას დალევ?
-დიდი სიამოვნებით !
დრო. რა მოუშუშებელი ტკივილი მქონდა, რატომ მეგონა ,რომ დრო მკურნალია? რატომ ვფიქრობდი ,რომ დრო წაიღებდა ყველა დარდს? რა მინდოდა , რატომ ჩამოვედი? აქ ამ ქუჩებში ისევ მომაწვა ის ძველი ტკივილი, რომელმაც მეგონა მიმატოვა და დამასვენა.თუმცა ამაოდ.-ანა ნუ გამირბიხარ!მოდი დამელაპარაკე
-არ გელაპარაკები !დღეიდან ჩათვალე არ გიცნობ , ან წარმოიდგინე , რომ არ ვარსებობ
-როგორ წარმოვიდგინო ამდაგვარი სისულელე? კაი ნუ მებუტები საყვარელო გთხოვ. მოდი ჩაგეხუტები და ნებისმიერ სურვილს აგისრულებ
- არა მეთქი! არ გელაპარაკები !
-ანა სულელი პაწაწუნა მყავხარ. რატომ ეჭვიანობ ნინისნაირ ქათმებზე?ხო იცი მათზე ალერგია მაქვს!
-ჩემი თვალით დავინახე,როგორ ჩაგეხუტა ! ხოდა თუ ქათამია ჩათვალე ჩემი ხელით მოვკლავ !
- ანუკი, ძალიან გიხდება გაბრაზება, მაგრამ ახლა მართლა ტყუილად იშლი ნერვებს. მე კაცი ვარ და არ შემიძლია შეურაცყოფა მივაყენო მანდილოსანს, ნორმალური ენით კი არ ესმის ,რომ მასთან უერთიერთობა არ მინდა.
-მაშინ მე გავაგებინებ იცოდე!
-კაი ანუკი. დაწყანრდი და გპირდები დღეიდან მას ჩემს გვერდით კი არა ორი კილომეტრის რადიუსში ვერ დაინახავ. მოდი ახლა მაინც ჩამეხუტე!
-მიყვარხარ ლუკ
-ლუკ? და სადაა შენი ლუკიანოო ?
- მიყვარხარ ლუკიანოო!
-მეც მიყვარხარ ჩემი პაწაწინა . ერთადერთი ნათელი სხივი ხარ ჩემს ცხოვრებაში და გახსოვდეს სულ შენ მეყვარები !
-შენი ცოლი ხომ მე ვიქნები?
- არა , ლამარა ბებოს შვილიშვილს მოვიყვან ცოლად ,ის ნაკლებს ტლიკინებს და შენნაირი წიკვინა არ არის . კაი კაი ვხუმრობ ,ოღოდ ისევ არ გაბრაზდე ....ყველა ადამიანს გვყავს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვის მერეც ჩვენ ვიცვლებით. და არ აქვს მნიშვნელობა ცუდისკენ თუ კარგისკენ, მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ის ადამიანი გვასწავლის ახალს, გვაძლევს ახალ შეგრძნებებს და გვჩუქნის დაუვიწყარ ემოციებს. ჩემმა ადამიანმა სიგიჟე მასწავლა. სრული სიგიჟე - რომელსაც ,სიყვარული ერქვა.. მაგრამ ამ წლების განმავლობაში მეგონა , რომ დამავიწყდა, როგორია იყო გიჟი.. არ გადარდებდეს გამვლელის აზრი და ბამბის ნაყინს ჭამდე ყვირილით - მე სულაც არ ვარ დიდი, 19წლის გოგოს აქვს უფლება ჭამოს ბამბის ნაყინი და იყვიროს ,რომ მას საქანელებზე უნდა (რათქმაუნდა ამას მე არ ვყვიროდი , ეს ანუკის მოვალეობა იყო, სამაგიეროდ მე უფრო გიჟურ საქციელებს ჩავდიოდი.. მისი კისერზე დასმა დამჭირდა, რომ მას უკეთ ენახა, როგორ წყდება წვეთები სველ ფოთლებს. ან მაგალითად წვიმაში მერბინა მასთან ერთად და ბედნიერება მენახა იმაში,რომ გავცივდით . ასეთი სიგიჟე იყო ეს სიყვარული..ასეთი ცხოვრება მასწავლა მან. დღესდღეობით კი ვინ ვარ? ან რას წარმოვადგენ? ფულით სავსე ჯიბე, რომელიც სახლში მისვლისას ტელევიზორს რთავს, რომ სამარისებული სიჩუმე არ იდგეს სახლში...
ლუკა დატვირთული იყო ამ ყველაფერზე ფიქრით..მოგონებები? არა ახლა ნამდვილად არ იყო მათი დრო.. მაშინ, როცა მან ასე ახლოს ჩაუარა ანის სახლს და გაახსენდა მასთან შეხვედრის ბოლო სცენა-ანა რა გჭირს შეგიძლია ამიხსნა? ნუთუ ჩემთან გატარებული დრო აღარაფრად აღარ გიღირს?
- ლუკა, ან ახლავე მომიყვან ცოლად ან იცოდე სამუდამოდ დამკარგავ
- ანა სულ გაგიჟდი? ხომ იცი ,რომ ხვალ გერმანიაში მივფრინავ ნახევარი წლით? ჩვენ ხომ ყველაფერზე ვილაპარაკეთ? ანა არ გადამრიო ძალიან გთხოვ.! ნუთუ ნახევარი წელი შენთვის იმდენია,რომ ვერ დამელოდები?
-ლუკა ვერ აგიხსნი, უბრალოდ ასეა საჭირო
- ანა მეტისმეტად ბევრს ითხოვ! მე არც სახლი მაქვს, არც ოჯახი, მე შენს გარდა არავინ და არაფერი გამაჩნია. არ მინდა ისე მოგიყვანო ცოლად, რომ ვერ მოგხედო და ყურადღება ვერ მოგაქციო. არ მინდა იტანჯებოდე, იმის გამო , რომ უსაქმური ქმარი გყავს. გთხოვ სულ ცოტაც მოითმინე და ყველაფერს ეშველება.
-არა ლუკა. აღარაფერს ეშველება ,კარგად იყავი
ასე მიიხურა ანამ კარი და დატოვა ლუკა გარეთ , წვიმაში. ამჯერად მარტო.
მეორე დღეს მისულ ლუკას ანა სახლში არ დახვდა. როგორც მისი მშობლებისგან გაიგო ანა სოფელში წავიდა და მისთვის დაუბარებია, რომ დაივიწყოს, რადგან როგორც სჩანს თავად უფალმა ინება ასე.ლუკა ბევრი ფიქრის გარეშე აეროპორტისკენ წავიდა. მან ყველა თავისი ოცნება საქართველოში დატოვა. იმედს არ კარგავდა ,რომ ანა დაფიქრდებოდა და შეეხმიანებოდა ,თუმცა ამაოდ. ეს არ მომხდარა. მისი ტკივილი სიტყვებში ჩასატევად იმხელა იყო, რომ შეუძლებელად მიმაჩნია შევძლო და გამოვხატო. ის მარტოობას მიეცა.. რამოდენიმე კვირაში მან ანას გათხოვების ამბავი შეიტყო და ეს იყო მისი სიყვარულის დასასრული....მან მე მიმატოვა, რის გამო? რა გავუკეთე ასეთი?ნუთუ არასდროს არ ვყვარებივარ? მე ხომ მისთვის მინდოდა ეს ფული, ეს სახლი, ეს მანქანა. მისთვის მინდოდა , რომ მას უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონოდა. მან კი ნახევარი წელიც კი ვერ დამითმო თავისი ცხოვრებიდან. ახტა-დახტა და გათხოვდა. რა მარტივია ცხოვრება. მე აქ ყველაფერი მაქვს და ვიტანჯები , ის კი გათხოვდა და ალბათ ჩემზე ფიქრიც კი არ უმღვრევს გონებას.
წვიმა! მე ახლა წვიმა მჭირდება, რომ დარდი წვიმის წვეთებში ჩავრგო.. მაგრამ ჩემს ბედად შუა ზაფხულია და წვიმა ყველას ენატრება. ბედნიერსაც და უბედურსაც... და ან ჩემნაირ უკანასკნელად განადგურებულს..დრო გავიდა. 1 წელი,2,3,4,5, და ბოლოს 6....... რამოდენიმე თვის შემდეგ ლუკა ფეხზე წამოდგა. სწავლას მოუმატა და თავისი სასწავლებლის საუკეთესო სტუნდენტად იქცა. თავისი ყველა მიზანი განახორციელა და ამასობაში წლებიც გაექცა. ის ანაზე აღარ ფიქრობდა. დრომ თავისი შესძლო და თითქოს წაშალა ეს ლაქა მისი მეხსიერებიდან. მასზე ვერ იტყოდი ,რომ უბედური ადამიანი იყო, თუმცა ბედნიერსაც ვერ დაარქმევდი. ხომ იცით ყველა ადამიანს თავისი ბედნიერება აქვს, ზოგი ფულში ხედავს სიხარულს, ზოგი ირგვლივ სილამაზეში, ზოგი კი მხოლოდ სიყვარულს ანდობს თავის ბედნიერებას და უმალვე კარგავს, რადგან სიყვარული ლუკას გონებაში აღარ არსებობდა. ეს ამოჩემებული სენიაო , ფიქრობდა, რა დევს მასში კარგი? გგონია, რომ მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნები, ბრახ - და შენი ბედნიერება სხვას მიყვება ცოლად. სწორედ , რომ აქ იყო მთელი უბედურება. ის თავს არწმუნებდა , რომ ანა აღარ არსებობდა. მაგრამ ანა მთელი მისი გონების მფლობელი იყო. მის გარეშე სამყარომ ფერები დაკარგა , რადგან ყოველგვარი სიგიჟე დაიკარგა მისი წასვლით.. ყოველგვარი ნათელი ფერი გაქრა. მას ცხოვრება დაავიწყდა.
ანას ცხოვრების შესახებ
-ია , მე ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი . არ უნდა დამეკარგა ლუკა ასე სულელურად. ის ხომ ყველაფრის ახსნას იმსახურებდა. არ უნდა გამეშვა ჩემი ბედნიერება. ყველაფერი, რომ ამეხსნა მისთვის, ხომ გამიგებდა? ხომ ვიპოვიდით რაიმე გამოსავალს?
- ანუშკი , ჩემო ლამაზო რათქმაუნდა ასე იქნებოდა, მაგრამ წარსულზე ფიქრს აზრი არ აქვს. შენ ულამაზესი შვილი გყავს და ყველაფერი წესრიგშია. შენ კვლავ შეხვდები შენს ბედნიერებას , დამიჯერე ჩემო პაწაწინავ ყველაფერი მოგვარდება. ამდენი წელი გავიდა და გთხოვ წარსულში ნუღარ იქექები და ნუ ცდილობ იპოვო ხსნა. ის აღარ არსებობს. შენც ხომ ამბობ ,რომ თავად გაუშვი შენი ბედნიერება. ის ახლა სოლიდური მამაკაცია, რომელმაც თავისი ცხოვრება აიწყო და შეიძლება სხვა ნახა კიდევაც. არ მიწყინო ,რომ ასე პირდაპირ გეუბნები ყველაფერს. უბრალოდ მინდა მოეშვა მასზე ფიქრს.
- ირაკლის უნდა დავშორდე. ეს 2 წელი რაც მასთან გავატარე ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. მას ლუკა თავისი შვილივით უყვარს , მაგრამ მე არ მიყვარს ირაკლი, ისე როგორც ლუკას მამა უნდა მიყვარდეს..
- რატო მაინც და მაინც ლუკა? სხვა სახელი ვერ შეურჩიე ბავშვს? ნუთუ სავალდებულო იყო შვილის შემხედვარეც კი სულ მასზე გეფიქრა?
- ია ამას როგორ მეუბნები? მას მისი თვალები აქვს , მისი ცხვირი, ყველაფერი ლუკასი აქვს და , რომც ლუკა არ დამერქვა მაინც ყოველთვის გამახსენებდა ჩემს ძვირფას.. ნეტა შენ აქ მყოლოდი ,როცა ეს უაზრო გადაწყვეტილება მივიღე. ნეტავ დამხმარებოდი, ეს სისულელე არ ჩამედინა. არ შემიძლია ასე ცხოვრება... ხვალ ირაკლისთან განსაქორწინებელი საბუთების გამზადებად დავიწყებ.
-სწორი გადაწყვეტილებაა ძვირფასო. 2 წელი თუ ვერ შეიყვარე ადამიანი, მით უფრო ახლა ვერ შეიყვარებ. დროა შენს ბედნიერებაზეც იფიქრო და კარიერა აიწყო. გახსოვს როგორ გიყვარდა სიმაღლე და ექსტრიმი? წინ წლები გაქვს და შეგიძლია ინსტრუქტორი გახდე და შენს საყვარელ საქმეს მოკიდო ხელი. ლუკაც აღარაა პატარა ბიჭი. ბაღში შეიყვან და უფრო მეტი თავისუფალი დრო გექნება
- არ ვიცი ია, ყველაფერს დრო სჭირდება. მთავარია ირაკლის ცივილიზებულად დავშორდე. მე ამ ადამიანს გულს ვტკენ, არადა მან ამდენი სიკეთე გამიკეთა. არ შემიძლია გული ძალიან მტკივა. ძალიან ცუდი ადამიანი ვარ.
4 წლის შემდეგ...ნატო დეიდასთან დალეული ყავის შემდეგ ლუკას გასეირნება მოუნდა. ის გაცდა ანუკის სახლს და ცდილობდა მოეშორებინა მასზე ფიქრი, თუმცა ვერ ახერხებდა. ისევ ის დღე უტრიალებდა თავში , როცა ანუკიმ დაბადების დღეზე საოცარი სიურპრიზი გაუკეთა , პარაშუტიტ გადმოხტომა ! სწორედ , რომ ეს სჭირდებოდა ახლა ყველაზე მეტად მას. მაგრამ ძალიან დაღლილი იყო და ამიტომ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა და მომდევნო დღისთვის გადადო საჰაერო ეიფორია.
ის სახლისკენ მიაბიჯებდა ნელ-ნელა , როცა ეზოში ბავშვების თამაშის ხმა გაიგონა. ყველას გადახედა ბევრი იცნო , ბევრიც ვერა. ნატო დეიდას შვილთა-შვილს გადაეხვია ის უკვე დიდი გოგო იყო 12 წლის გახდა, ლანას გოგოც ნახა , ვაჟას ბიჭი, ყველანი გაიზარდნენ. ყველანი შეცვლილები იყვნენ . იქვე პატარა ბიჭი შენიშნა და გაუკვირდა ვინ არისო. უერთიერთობას მონატრებული მან პატარა ბიჭთან სცადა კონტაქტის დამყარება.
-გამარჯობა პატარა ვაჟკაცო, რა გქვია?
-მე ლუკა მქვია
ამ სახელის გაგონებაზე ლუკას შინაგანად ყველაფერი შეეკუმშა , ხმა, თვალები, ეს ყველაფერი იმდენად ახლო იყო მისთვის , რომ გაკვირვებისგან ხმას ვეღარ იღებდა და სახეზეც გაფითრდა.
-რა დაგემართათ ძია? ცუდად ხომ არ ხართ? იქნებ წყალი მოგიტანოთ აქვე ვცხოვრობ
- არა მადლობა , ლუკა საჭირო არ არის . კარგი ბიჭი ხარ, აბა დროებითეს შეუძლებელია , არა ნამდვილად გავგიჟდი. ვიღაცის შვილი ჩემი შვილი მგონია.
მან აუჩქარა ნაბიჯს, დამამშვიდებელი დალია და ეგრევე ჩაეძინა.
დილით მისი ჩანაფიქრის ასასრულებლად წავიდა.შინაგანად გრძნობდა ,რომ ეს იქნებოდა მისთვის ყველაზე დიდი შვება. ყველაფერზე მეტად უნდოდა ჰაერში ყოფნა და თავისუფლების განცდა. იმ თავისუფლების, რომელიც დიდი ხანია არ უგრძვნია.
ლუკა მთაწმინდისკენ გაეშურა და იპოვა ვერტმფრენების სადგომი . პილოტთან მოილაპარაკა და მისი გაფრენა 15 წუთში გახდა შესაძლებელი. შინაგანად ყველაფერი უთრთოდა იმდენად დაქანცული იყო მომხდარი მოვლენებით, უჭირდა საქართველოს ქუჩებში სიარული. უჭირდა ყველა და ყველაფერი რასაც ხედავდა და რაც ანუკის აგონებდა. ის ვერტმფრენში ავიდა და თავის ადგილას მოთავსდა. წინ კონსტრუქტორი იჯდა და პილოტს ესაუბრებოდა. ლუკას არც აინტერესებდა მათი საუბარი, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ გადახტომაზე ფიქრი იყო. როცა გადასახტომად კარგ სიმაღლეზე ავიდნენ პილოტმა ლუკას მოსამზადებლად მოუხმო და ლუკამ ჩაიცვა სპეციალური ტანის სამოსი. კონსტრუქტორი რა თქმა უნდა მზად ყოფნაში იყო და ლუკასთან მივიდა.
- გამარჯობათ, ეს თქვენი პირველი ფრენაა?
- არა , უკვე მეორე
- წესები იცით?
- თუ შემახსენებდით , ურიგო არ იქნებოდა.
კონსტრუქტორმა ახსნა დაიწყო , ლუკა კი ყურადღებით უსმენდა. რაღაც ძალიან ნაცნობი იყო ამ ქალბატონის ხმაში. იმდენად ნაცნობი , რომ შეუძლებელი იყო ერთხელ გაგეგო ეს ხმა და დაგვიწყებოდა.
- ანუკი?
- უკაცრავად?
- თქვენ ანა გქვიათ?
- დიახ და თქვენ საიდან მიცნობთ?
ამ დროს ლუკამ მოიხსნა სახედან დამცავი ჟილეტის ქუდი და ანუკის თვალებში შეხედა
გავიდა , რამოდენიმე წუთი .ვერცერთი ხმას ვერ იღებდა
პილოტმა ორივეს გადასახტომად ანიშნა.
ანუკიმ თავი მიიმაგრა ლუკასთან ერთად და გადმოხტა ვერტმფრენიდან.
აღარანაირი ეიფორია. აღარანაირი შიში.
მხოლოდ ტკივილი.
სულაც არ გავდა მათ პირველ გადმოხტომას.
აღარც ანაღვლებდა პარაშუტი გაიხსნებოდა თუ არა.
ერთსაც და მეორესაც ხმის ამოღებდა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო
-ანუკი მე...
- ლუკიანო არ გინდა, ყველაფერი ჩემი ბრალია
- ანუკი ეს რატომ გამიკეთე?
- მე შემიძლია ყველაფერი აგიხსნა შენ კი მომისმენ თუ გესურვება.
- გისმენ
- ხომ გახსოვს ის დღე, როცა ბოლო ჯერ გნახე? მე მაშინ შენგან ფეხმძიმედ ვიყავი. ამიტომ გთხოვდი ასე დაჟინებით ჩემი ცოლად მოყვანას. მეგონა დამთანხმდებოდი და აასრულებდი ჩემს თხოვნას რადგან ორივე ერთად ცხოვრებაზე ვოცნებობდით. მაგრამ როცა იუარე და მითხარი, რომ მეორე დღეს აუცილებლად უნდა გაფრენილიყავი სასოწარკვეთილებაშიი ჩავვარდი. არ შემეძლო შენთვის მეთქვა ,რომჩემთან დარჩენილიყავი და შენი ოცნება მიგეტოვებინა. ამიტომ შენი გაშვება ვარჩიე
-ანუკი რა სულელი ხარ
- არა მაცადე ბოლომდე აგიხსნა. იმისაც მეშინოდა, რომ აბორტის გაკეთებას მაიძულებდი, ან რამე მაგდაგვარს. ჩვენ ხომ ასეთი პატარები ვიყავით ბავშვის გასაზრდელად. თავად ბავშვები ვიყავით. მაგრამ შენ ხომ არ იცი როგორი შეგრძნებაა , როცა მუცელში პატარა გყავს და რომ იცი ის შენი სისხლი და ხორცია, როცა გრძნობ , რომ ის შენი გულმკერდის ქვეშ იზრდება და შენი იმედი აქვს. მე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი და ამიტო გაგიშვი. გაგიშვი შენი ოცნების ასახდენად.
-კი მაგრამ რატომ გათხოვდი? სხვას რატომ გაყევი? შენ რომ ასე არ მოქცეულიყაავი ჩვენ არ დავკარგავდით ერთმანეთს. მე მეგონა რომ აღარ გიყვარდი. მეგონა სხვაში გამცვალე, მთელი ეს წლები ამ ტკივილთან ერთად ვცხოვრობდი და სიამაყე არ მაძლევდა უფლებას დამერეკა შენთვის, როცა ტკივილამდე მენატრებოდა შენი ხმა.
-ლუკა, ხომ იცი ხალხი როგორია? სახელს გამიფუჭებდნენ და მთელი ქვეყანა ჩვენზე ილაპარაკებდა. ბოზის სტატუს მომცემდნენ და ჩემი შვილი გაიზრდებოდა ხალხი კი მიაძახებდა , რომ ბოზის შვილია.. მე სხვა გზა არ მქონდა.. ირაკლის კი.. მას ბავშვობიდან ვუყვარდი ხომ იცი შენც და ვიფიქრე, რომ კარგი ვარიანტი იქნებოდა..შენზე ყველა ლაპარაკობდა, რომ ცხოვრება აიწყე , და მეც მინდოდა სხვა შემყვარებოდა თუმცა ვერ შევძელი... მე ისევ შენ მიყვარდი.. და მიყვარხარ , მთელი ეს წლები... არ ვიცი შეძლებ თუ არა ოდესმე ეს შეცდომა მაპატიო. მე ხომ ბავშვი ვიყავი და არ ვიცოდი სხვა რა მექნა.. მინდა იცოდე, რომ ბავშვი გავაჩინე . ბიჭია და მას
-ლუკა ქვია ხო? - დაასწრო ლუკამ
-კი , როგორ მიხვდი?
- ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი
- მაპატიებ , როდესმე რომ ამხელა შეცდომა დავუშვი ?
- მე ერთს გეტყვი ანუკი. ვერცერთი ფულით ვერ იყიდი იმ ბედნიერებას , როგორი ბედნიერიც ახლა მე ვარ. ვერცერთი ბიზნესით ვერ იგრძნობ იმ ეიფორიას, რომელსაც გრძნობ,როცა შვილის თვალებს უყურებ. ვერცერთი სახლი ვერ შეედრება, იმ სახლს სადაც ვიღაცას უყვარხარ და გელის. მე შენ გპატიობმე მხოლოდ ახლა მივხვდი , რას ნიშნავდა დრო ,რომელიც დავკარგე , წუთი რომელსაც ვერ მივუსწარი , წამი რომელიც გამექცა.... მხოლოდ ახლა და აქ.. 1000 მეტრის სიმაღლეზე დედამიწიდანავტორი : მეგი ლაგვილავა
2014 წელი. 4 სექტემბერი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 7
gamarjoba gadmo axal misamartze.....
myok.in ...chawer brauzershi da gaivlis registracias ufaso da martivia yvelam naxet)MYOK.IN SHEMOGVIERTDITTT G A C N O B AG A C N O B Amyok.in
G A C N O B A
myok.in