სიცოცხლეში მოეფერეთ, სიცოცხლეში აკოცეთ, მკვდარი უკვე ვეღარ იგრძნობს შუბლზე ტუჩს რომ დაადებ. კაცი თურმე როცა კვდება, ყველას მაშინ გვიყვარდება,სიცოცხლეში ხშირად ვამბობთ ის არ არის ვინც ჩვენ გვინდა, ცოცხლები რო ლექს დაწერენ ცუდი ლექსები გვგონია, რომ მოკვდება მერე ვიტყვით, გენიოსის ხელია.ცივები ვართ, ბოღმები ვართ, ჩვენზე წინ თუ ვინმე დგას სიცოცხლეში არ ვიტყვით და თუ მოკვდება ვტირივართ.რატომ? რისთვის? ნუთუ არ გვსურს ცოცხალი დავაფასოთ. როცა შექმნის ვინმე რამეს შეუქოთ, მოუწონოთ, გავახაროთ.ავატიროთ ბედნიერი გავხადოთ. რომ მოკვდება რაღად უნდა ჩვენი ქება დიდება, ის ხომ უკვე ვეღარ გვხედავს მხოლოდ ღმერთი სჭირდება, მისი სული მაღლა იფრენს და ზემოდან დაგვცინებს:უბადრუკებს,უმაქნისებს დაუნახავ ორპირებს.პაპის პაპით, პაპის პაპით, ასე იყო, გრძელდება, ცოცხლებს ჩვენ ვერ ვაფასებთ მკვდარი უფრო გვჭირდება. სიცოცხლეში დავაფასოთ, სიცოცხლეში გვიყვარდეს,თორემ მკვდარს ჩვენი სიტყვები არაფერში არ არგებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4