რა სიმშვიდეა ქალბატონო თქვენს სიახლოვეს,
რარიგად გშვენით ეგ ზღაპრული იდუმალება,
მოცარტის ძველი აკორდებიც თავს ხრიან მორცხვად
თავხედობაა დაარღვიონ ეს მდუმარება.
რა სიმშვიდეა ქალბატონო, თქვენს სიახლოვეს,
თქვენი ღიმილი, ნელი სუნთქვა დღესაც მაოცებს,
მათრობს სურნელი წითელი ვარდის მაგ თმებს რომ ასდით,
მაგიჟებს ფერი მაგ თვალების, ზღვას რომ აოცებს.
რა სიმშვიდეა ქალბატონო თქვენს სიახლოვეს,
ჯოჯოხეთშიაც ყურს უგდებენ სიჩუმის ტალნებს,
თვით აფროდიტემ ვერ გაბედა, რომ ეთქვა სიტყვა
და ისევ ჩუმად შეუერთდა ბობოქარ ტალღებს.
რა სიმშვიდეა ქალბატონო, რა სილამაზე
მოხუცი მხატვრის მოქნილი ფუნჯით ნახატი ფიფქი
მიქელანჯელოს ოცნება ხარ მშვენიერებავ
და ბაირონის ნაქარგ რითმებს ფეხებთან ითვლი.
რა სიმშვიდეა თ
გზაზე დამეწია... ხელი
გადამხვია,
თმები ამიწეწა ძალზე,
ქუდი წამართვა და ქარს გაატანა
ზეცა დამახურა თავზე...
მკერდში ჩამიკრა და ბაგე დამიკოცნა
ცრემლი მომადინა თვალზე,
მერე სველი ხელი წელზე მომხვია და
კაბა მომიტმასნა ტანზე,
შენ არ გამებუტო ჩემო საყვარელო,
წვიმა დამეწია გზაზე...
..მე შენს თვალებზე დავწერე ლექსი
და ახლა ჩუმად ვუყვები მთვარეს...
კუპიდონს ისარს მე თვითონ ვესვრი
თუ ჩემს თავს მალე არ შეგაყვარებს...
ამ პატარა ღმერთს ყველა ისარი
გაუჟღენთია ღვინით და შხამით...
მე კი ვჩურჩულებ... ეს ხომ ის არის
ვინც მოსვენებას არ მაძლევს წამით...
შენზე ფიქრები მქანცავენ ისე
რომ ვეღარ უძლებს გული იარას...
და თუ კი წარბებს შემიკრვ ისევ
ხვალ შხამით სავსეს დავლევ ფიალას...
და თუნდაც გაქრეს სიცოცხლე მწარე
ეს სიყვარული დამრჩება გულში...
ოღონდ მითხარი დღეს ერთი რამე
თუ როგორ ჩუმად გიყვარვარ გულში...