ღმერთო მომეცი მე იმის ძალა,
რომ აღვასრულო რაც მავალია.
სამართლიანად განვლო ცხოვრება,
ვთესო სიკეთე, რაც მაბადია.
არ შევუშინდე ბორტს და უგნურს,
შენი ხატება ჩემში მარხია.
მომეცი ძალა ვიყო მოწყალე,
შენი წყალობა არც მე მაკლია.
შემინდე ცოდვილს რაც დავაშავე,
მუხლმოდრეკილი შეგთხოვ უფალო.
მაშორე ავი, მომეცი ძალა,
რომ ღირსეული სიცოცხლე განვვლო