Предыдущая публикация
 მე რომ მეგონა იყო ადვილი.
შენს მონატრებას, რომ ვეღარ ვუძლებ,
კვალდაკვალ დაგდევ როგორც აჩრდილი.
გეძებ და სურნელს დავყვები თმების,
თვალები დამაქვს ცრემლით დაღლილი,
შენს ნაფეხურებს მოვდევ და თითქოს
წინ სივრცე მხვდება შენგან დაცლილი!
მერე კი იცი ? ფიქრებში გხატავ,
ფიროსმანივით გრძნობებ დაჭრილი!
ვხატავ შენს თვალებს, თითებს და ღიმილს,
ლამაზ ფერებში როგორც აპრილი.
ვუძლებ და ხანაც თითქოს ვერ ვუძლებ,
ვღელავ არაგვივით გრძნობებ აშლილი.
ხან თავი მინდა მტრის ხმალს შევაკლა
და სიკვდილს ვეძებ ველად გაჭრილი!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев