გაბრიელ ბერი თავისი კელიის წინ იდგა. მივედი და ლოცვა-კურთხევა ავიღე. მითხრა: - აქ დამელოდე, სატრაპეზოში შევალ და ეხლავე დავბრუნდები. ფეხი არ მოიცვალო აქედან. ვიდექი და ჩემს პირდაპირ, ზედაზნისა და ჯვრის მონასტრის მთებს ვუყურებდი. ჩემთვის გავიფიქრე:
- ბოლო ჟამს წმინდანები სასწაულებს აღარ აღასრულებენ, ნეტავ მამა გაბრიელს თუ შეუძლია ეს მთები გადასწიოს ან გადმოსწიოს? რა კარგი იქნება, თუნდაც ჩემი გულისთვის რომ გააკეთოს ეს.
ვერც კი გავიგე, ამ დროს როგორ მოვიდა მამა გაბრიელი. ის ფიქრები გადამავიწყდა და მას შევხედე... მამა გაბრიელი დაჟინებით მიყურებდა და ბოლოს მითხრა:
- გინდა, ეხლა მე აი, ამ მთებს ჯვარს გადავსახავ და გადავწევ და ამას შენი გულისთვის გავაკეთებ, გინდა?
იმ მომენტში ძალიან შემეშინდ