ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა,
აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია,
ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა,
მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია
სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა,
სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი,
თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე
და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,
და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია,
სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს,
განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას:
"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"
სე ლამაზი ცა დაიბადა ახლა ჩემს ახლოს, ისეთი ნაზი, საოცარი, ისე მაღალი, ისე მომნუსხა, ამათრთოლა, გრძნობით ამავსო, შენ შეგადარე, შენ გჩვევია გრძნობა, ამგვარი... უკვე უკუნი მოისწრაფის, ნეტავი რა სურს? რაში მოითხოვს ჩემს სიცალეს გადამეტებით? ნუთუ ვერა გრძნობს თვითონ ზეცა-- კი არ მიყვარხარ, კი არ მიყვარხარ, თავზე უფრო მე ცა მეტები!!! როს საღამო ჟამს მთვარის შუქი.მომეფერება, როცა შენს სახეს წარმოვიდგენ თავგამეტებით, ვიცი, შეიგრძნობ რა სათუთი გრძნობით მიყვარხარ, კი არ მიყვარხარ, ცაზე უფრო მე ცა მეტები!