სიყვარულმა არაფერი არ იცის,
ერთგულების და სიცოცხლის გარდა.
გულით ფიქრმა იცის მხოლოდ სიმართლე,
გონება კი მას ხურდაში ახლავს.
სიყვარულმა არაფერი არ იცის,
გრძნობების და მოფერების გარდა,
თუმცა მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ,
მოცემული ღმერთისაგან ძალა.
შეფუთული სიყვარული, ლამაზი,
სხვისთვი არის დასანახი და კარგი.
წლები წლები იმალება სიყალბე,
საკუთარ თავს ატყუებენ სიმართლეს.
ნამდვილ გრძნობებს ტკივილები ინახავს,
მარადიულ სიყვარულს რომ ახლავს.
სიყვარულმა არაფერი არ იცის,
არც კანონი და არც ზღვარი არსად.
ის გაფიქრებს, ის გაჩვენებს საღ აზრს და,
ის ყოველთვის მართალია ხალხთან.
თუმცა ბევრი ვერ გაიგებს ამას,
ჩამითვლიან ალბათ ბოდვად კვლავაც.
სიყვარულმა არაფერი არ იცის,
ბრმა არისო ხმა გავარდა სადღაც.
მე კი ვფიქრობ
მე ვარ ქალი,ვიღაცისთვის შექმნილი ქალი...
ხან ძლიერი და ხანაც სუსტი..და მაინც ქალი,
დავალ დაღლილი,დაბნეული და დამაშვრალი...
ვერ გამიგია ვისი ნეკნის მე დამაქვს ვალი.
ფიქრადქცეულმა მარტოობამ დღემდე მატარა
და აღარ ძალმიძს უსაშველო სევდის ატანა...
რადგან ქალი ვარ,ალბათ მეტად მებრძვის
სატანა-
უკვე შენიშნა მან სისუსტე ჩვენში პატარა.
მე მაინც ვებრძვი,რომ ვატარო ნათელი სული,
არ მიყვარს ბოღმა,ბოროტება,შური და ფული...
მიყვარს სინაზე,სათნოება და სიყვარული,
უტყვი თვალებით საუბარი და თბილი გული...
სევდით ნასროლი მზერაც მიყვარს და
სინანული,
რომ ააძგეროს ტკივილებით ნატანჯი გული...
გადამიშალოს გულწრფელი და ალალი სული,
გაალღვოს ჩემში ეჭვი,დაღად ჩაბუდებული.
იის სურნელიც მიყვარს,თოვლიც,წვიმაც და
ქარიც,
მე ხომ ქ