"ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალი ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.
ჰოი, უფალო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაეფარა შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფე
როდესაც გულში ლოცულობ, ღმერთი გისმენს...
როდესაც გულით ისმენ, ღმერთი საუბრობს...
როდესაც ძალა აღარ გაქვს, მაგრამ გწამს, ღმერთი მოქმედებს....
ის შენით იცინის და ტირის...
ყოველი შენი ამოსუნთქვა, ყოველი აზრი თუ ღიმილი, ყოველი შენი სიტყვა და ქმედება, უფლისგანაა...
ნუ მერყეობ! არ დაგავიწყდეს, რომ შენი მთავარი პასუხისმგებლობაა- იყო სინათლე და სიყვარული...