ისე მომენატრა შენი მოფერება,
ღერი სიგარეტიც ვეღარ მეშველება..
კვამლში მარტო ვზივარ, ისევ მოგონება,
ისევ სიმარტოვე, აღარ მემღერება..
თვალზე ცრემლი თითქოს მორცხვად მეფერება,
ისევ უსასრულოდ მტკივა მოგონება..
თითქოს რა უჭირსო მთვარე მეფერება,
კიდევ ხომ მოვაო, ხომ მოგეფერება..
იქნებ მასაც ახლა ჩუმად ეტირება,
შენი ბაგე იქნება როგორ ენატრება..
და რომც არ უყვარდე მაინც ეხსომება,
გულში მაინც მისად რჩები მოგონებად..
მოვა დრო და სადმე სხვასთან დაგინახავს,
გულის აჩქარებას , რომ დაემონება..
იტყვის მიყვარდაო, რაღა ეშველება..
ბავშვობის წლებმაო ეს რა მიქარაო..▲▲▲
მინდა
მტკიოდე ,ცოტათი...და არა როგორც ეხლა- უსაშველოდ ... მინდა ვიფიქრო შენზე
...გაგიხსენო...ხანდახან...ხანდახან და არა როგორც ეხლა -ყოველ
წუთს... მინდა მენატრებოდე-ოდნავ... და არა როგორც ეხლა-უღმერთოდ...