ერთი კაცი ცოლ-შვილთან ერთად უდაბნოში მიდიოდა. წყურვილით გატანჯულებმა ჭა დაინახეს და მისკენ გაემართნენ, მაგრამ კაცს შინაგანმა ხმამ უთხრა, რომ წყალი ამ ჭაში მოწამლული იყო. მან ამას ყურადღება არ მიაქცია და ცოლ-შვილს წყალი მიაწოდა. როდესაც ის უკვე თავადაც აპირებდა დალევას, დაინახა, რომ მისი უახლოესი ადამიანები სასიკვდილოდ იკრუნჩხებოდნენ. კაცმა ღმერთს შესთხოვა:
- ღმერთო, გადამირჩინე ჩემი ოჯახი! წყურვილი იმდენად ძლიერი
აღმოჩნდა, რომ ყურად არ ვიღე შენი გაფრთხილება.
- დაგიბრუნებ შენს ახლობლებს, - უთხრა ღმერთმა, - თუ ერთ კითხვაზე მიპასუხებ. რა არის ადამიანში ყველაზე შეუცნობელი?
კაცმა დიდხანს იფიქრა - ეშინოდა, ვაითუ არასწორად ვუპასუხოო და ბოლოს გაბედა:
- ყველაზე შეუცნობელი ადამიანში ის არის,